ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი კრემონეზეს ფეხბურთელია

იტალიის სერია A-ს კლუბ „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

კონტრაქტის დეტალები და ხელშეკრულების ვადა ჯერჯერობით უცნობია.

ქართველმა ფეხბურთელმა „კრემონეზეში“ სამედიცინო შემოწმება დღეს დილით გაიარა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის ყოფილი კლუბის, „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის სერია A-ორი გუნდი - „ვერონა“ და კრემონეზე“ იბრძოდნენ. ორივე მხარის შეთავაზება თითქმის იდენტური იყო, საბოლოო არჩევანი კი ლოჩოშვილმა გააკეთა. „კრემონეზეს“ ქართველი მცველის ტრანსფერი 1.6 მილიონი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და „ვოლფსბერგერში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა. ავსტრიული გუნდის შემადგენლობაში მან 71 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები