2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა 1 დღით ადრე დაიწყოს
Aa Aa
10 აგვისტო 2022  |  17:15

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა 1 დღით ადრე დაიწყოს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა 1 დღით ადრე დაიწყოს. სააგენტო Athletic-ის ინფორმაციით, ტურნირის მასპინძელი ყატარის ნაკრები დაჟინებით ითხოვს, რომ მუნდიალის გახსნით მატჩებში, მასპინძელი ნაკრებები იღებდნენ მონაწილეობას.

ყატარის მხარის მოთხოვნის გამო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო (FIFA) ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს და დიდი ალბათობით მასპინძლების მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი რეგლამენტით, ტურნირის გახსნითი მატჩი ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრებებს შორის უნდა ჩატარდეს, მათ მერე კი ეკვადორისა და ყატარის ეროვნული გუნდების თამაშია დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში