ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

ჩელსი დე იონგის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა - ფეხბურთელი პოზიციას არ იცვლის

ლონდონის „ჩელსი“ ფრენკი დე იონგის ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოსაა. კატალონიური გამოცემის, Sport-ის ინფორმაციით, „ლურჯებმა“ „ბარსელონასთან“ შეთანხმებას მიაღწიეს და ნიდერლანდელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდიან.

„არისტოკრატებისთვის“ მთავარი პრობლემა დე იონგის პოზიციაა. ეს უკანასკნელი „კამპ ნოუს“ დატოვებას არ აპირებს და არც დათმობებზე მიდის, რათა „ბარსელონამ“ მისი შენარჩუნება შეძლოს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფრენკი კლუბზე გაბრაზებულია და თვლის, რომ წინასწარ დაგეგმილი მედია კამპანიის მსხვერპლია, რომლის მიზანიც მისი გაკრიტიკებაა.

ნიდერლანდელის ადვოკატები AFE-ს, FIFpro-სა და ლა ლიგას დაუკავშირდნენ, რათა მათ „ბლაუგრანას“ ქმედებები საჯაროდ დაგმონ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნული პროცენტია შანსი, რომ დე იონგმა ხელფასი შეიმციროს და მისი მიზანი „ბარსელონაში“ კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენაა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ მისი კონტრაქტის ანულირებას აპირებს. კატალონიელთა მესვეურებმა ფეხბურთელებს შეატყობინეს, რომ მისი მოქმედი ხელშეკრულების გაუქმებას გეგმავენ. მათი აზრით, „ბარსას“ წინა ხელმძღვანელებმა კანონი არ დაიცვეს, როცა დე იონგთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს და სურთ, ნიდერლანდელმა ის პირობები მიიღოს, რომლებიც წინა ხელშეკრულებით ჰქონდა. მოკლედ, დე იონგის გარშემო ჩახლართული სიტუაციაა და რთულია თქმა, ნიდერლანდელს რა ბედი ეწევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან შეცდომის დაშვება არ შეიძლება“ - იტალიურ პრესაში ზუროსის გუნდზე წერენ
„საქართველოსთან შეცდომის დაშვება არ შეიძლება“ - იტალიურ პრესაში ზუროსის გუნდზე წერენ