ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისთვის მეტსახელს ეძებენ, რომელიც ენის გასატეხი არ იქნება“ - Il Giornale ხვიჩაზე წერს

იტალიურმა გაზეთმა, Il Giornale-მ თავის დღევანდელ ნომერში სერია A-ს იმ უცხოელ ფეხბურთელებზე დაწერა, რომელთა გვარის წარმოთქმაც იტალიელებისთვის „შეუძლებელია“. ალბათ, არ გაგიჭირდებათ იმის გამოცნობა, რომ „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მათ შორის მოხვდა და Il Giornale-ს თქმით, ადგილობრივმა კომენტატორებმა კონკურსი გამოაცხადეს, რათა „კვარას“ შედარებით მარტივი მეტსახელი მოუფიქრონ.

„საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმს სათანადო მადლობას ალბათ ვერასდროს გადავუხდით, ხვიჩა კვარაცხელია რომ მოგვყიდა. 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც 2019-20 წლების სეზონში, უეფამ 50 ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეს შორის დაასახელა.

კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია და ხვიჩას ტალანტის დონე მისი სახელისა და გვარის სირთულის უკუპროპორციულია. რადიოს კომენტატორთა ასოციაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა კონკურსი, რათა თბილისელ ტალანტს მეტსახელი უპოვოს, რომელიც შედარებით მარტივი ენის გასატეხი იქნება. ეს გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების სათაურებისთვისაც გამოადგებათ და ონომასტიკური შეცდომების თავიდან არიდებაში დაეხმარებათ“, - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, ხვიჩას „ნაპოლიმ“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა და მოედანზე 70 წუთი გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსამ ბერნარდუს შეატყობინა რომ ტრანსფერს გაჩარხავს - რა ხდება სილვას გარშემო
ბარსამ ბერნარდუს შეატყობინა რომ ტრანსფერს გაჩარხავს - რა ხდება სილვას გარშემო