ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

„დინამო მოსკოვის ნახევარდაცვის ნათელი წარმომადგენელი“ - Championat.com-მა გაგნიძე გამოარჩია

რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა, Championat.com-მა რუსეთის პრემიერ ლიგის გასული ტური შეაფასა და ახალგაზრდა ფეხბურთელების ასპარეზობაზე ისაუბრა. Championat.com-ის ყურადღების ცენტრში 19 წლის ლუკა გაგნიძეც მოექცა, რომელმაც „კრილია სოვეტოვთან“ საგოლე გადაცემა მიითვალა.

„დინამო მოსკოვის ნახევარდაცვის ხაზის ნათელი წარმომადგენელი. დანიილ ფომინის არყოფნაში, კრილია სოვეტოვთან მატჩში, მოედნის ცენტრალური ნაწილი ლუკა გაგნიძემ ჩაიბარა. ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო და საგოლე გადაცემით გამოირჩა. მისი ერთადერთი მინუსი 69-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათი გახლდათ, თუმცა Whoscored-ისგან მაინც მაღალი შეფასება დაიმსახურა - 8.2“, - წერს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, გაგნიძე „დინამო თბილისიდან“ „დინამო მოსკოვში“ გადავიდა, რომელმაც იგი „ურალში“ გაანათხოვრა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ოკუპანტ ქვეყანაში მოთამაშე ფეხბურთელებს 30 ივნისამდე იჯარის წესით სხვა ქვეყანაში შეეძლოთ თამაში. გამონაკლისი არც ახალგაზრდა ქართველი გახდა და გეზი პოლონეთისკენ აიღო და „რაკუვის“ რიგებში თამაშობდა.

პოლონური გუნდის მთავარ მწვრთნელს, მარეკ ჰაპშუნს მისი შენარჩუნება სურდა და ეს საჯაროდაც განაცხადა, თუმცა არაფერი გამოვიდა და ლუკა რუსეთში დაბრუნდა. ცნობისთვის, გაგნიძე ვალერიან გვილიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო პოლონეთის თასზე კი ოქროს მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი დირექტორი ხვიჩაზე: „ძალიან მომწონს, მაგრამ...“
ნაპოლის ყოფილი დირექტორი ხვიჩაზე: „ძალიან მომწონს, მაგრამ...“