MMA, UFC
Aa
Aa

UFC-ის ისტორიული ღონისძიება - რეკორდი, რომლის მოხსნაც ფაქტობრივად შეუძლებელია

გამთენიისას, უმაღლესი საბრძოლო ლიგის მორიგი ღონისძიება გაიმართა. შტატ ნევადას ქალაქ ენტერპრაისში გამართულ ივენთზე გულშემატკივარმა ისტორიული შედეგი იხილა.

UFC ESPN 40-ზე გამართული ათივე ორთაბრძოლა ნაადრევად დასრულდა, რაც აქამდე არ მომხდარა.

ღონისძიების მთავარი ორთაბრძოლა ქვე-მძიმე კატეგორიაში, რეიტინგის მე-10 ნომერ ჯამალ ჰილსა და მე-6 ნომერ ტიაგო სანტოსს შორის შედგა. საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ჯამალ ჰილის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელმა მებრძოლმა სანტოში მე-4 რაუნდში დააფინიშა.

ასევე, გულშემატკივრებისთვის საინტერესო იყო საშუალო წონაში რეიტინგის მე-6 ნომრის, ვისენტე ლუკესა და მე-13 ნომრის, ჯეფ ნილის დაპირისპირებაც. ბევრისთვის მოულოდნელად, ორთაბრძოლა ნილის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელმა მებრძოლმა ბრაზილიელი მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

UFC ESPN 40-ის დანარჩენი ბრძოლების შედეგები ასე გამოიყურება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხორხე მასვიდალი: „ილია თოფურიას ედსონ ბარბოზასნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია“
ხორხე მასვიდალი: „ილია თოფურიას ედსონ ბარბოზასნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია“