სლოვენიური შეკრება დასრულდა - საქართველოს ნაკრები უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში ჩავიდა
Aa
Aa

სლოვენიური შეკრება დასრულდა - საქართველოს ნაკრები უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში ჩავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება დასრულდა. დღეს, დილის 9 საათზე როგლაში დაბანაკებული ჩვენი ნაკრები ავტობუსით უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში გაემგზავრა, სადაც 5 აგვისტოს მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს.

უნგრეთთან 6 აგვისტოს მეორე შეხვედრაც გაიმართება, თუმცა მას უფრო სავარჯიშო ხასიათი ექნება და მაყურებელთათვის დახურული იქნება. საქართველოს ნაკრებს სლოვენიური როგლადან კეჩკემეტამდე მგზავრობა დაახლოებით 5 საათს მოუხდა. სლოვენიაში გატარებული 10-დღიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ილიას ზუროსი კმაყოფილია და იმ სამუშაოს შედეგს, რაც ასისტენტებთან ერთად სლოვენიაში გასწია, ხვალინდელ მატჩში იხილავს.

ჩვენი ნაკრები უნგრეთში 16 კალათბურთელით ჩამოვიდა. გუნდს აკლია ტრავმირებული გოგა ბითაძე, რომელიც ამერიკაში იმყოფება და სანდრო მამუკელაშვილი. სანდროს პირადი, ოჯახური მიზეზების გამო თბილისში გამომგზავრება მოუხდა და და ეროვნულ გუნდს 7 აგვისტოს, უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება. ხვალინდელ მატჩში ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება მიხეილ ბერიშვილი, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ილიას ზუროსის განკარგულებაში მთლიანობაში 15 კალათბურთელი იქნება:

გიორგი ცინცაძე, ლუკა მაზიაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური. საქართველოს ნაკრები დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე კეჩკემეტის დარბაზში ივარჯიშებს.

წყარო: gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ