მას სპექტაკლის დადგმა შეუძლია - სპალეტი კვარაცხელიაზე
Aa
Aa

მას სპექტაკლის დადგმა შეუძლია - სპალეტი კვარაცხელიაზე

სერია ა სულ მალე განახლდება. „ნაპოლი“ მოსამზადებელ პერიოდს აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. „პარტენოპეი“ „ჟირონას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

სპალეტი:

„მატჩი კარგად და მძლავრად დავიწყეთ.. ამის გამო ბედნიერი ვარ. მაღალ პრესინგს ვთამაშობდით და ამაში ცოტა გაგვიჭირდა, რადგან რამდენიმე ცუდი კონტრ-შეტევა მივიღეთ. სწორედ ამ კომპონენტში გვჭირდება გაუმჯობესება. გოლების გაშვება არ მიყვარს. დაცვის მყარი თამაში, უსაფრთხოების გარანტია. მეტი ენერგია გვჭირდება. 15 აგვისტოსთვის ვემზადებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბურთი დავკარგეთ მაინც კმაყოფილი ვარ. კვარაცხელია? მისი შესაძლებლობები უკვე ყველამ კარგად იცის. ხვიჩას სპექტაკლის დადგმა შეუძლია. მას ბრწყინვალე თვისებები აქვს და ამის შესახებ წინასწარ ვიცოდით. სწორედ ამიტომ თამაშობს ის „ნაპოლიში“.

შეგახსენებთ, რომ „ჟირონასთან“ მატჩში ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა პოლიტანოს ტრავმის გამო შეხვედრაში 24-ე წუთზე ჩაერთო. მთელი თამაშის განმავლობაში, „კვარა“ აქტიურობდა და არაერთი ლამაზი ეპიზოდი შემოგვთავაზა. მე-80 წუთზე კი „ჯვაროსნების“ შემტევმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა.

კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები „ჟირონასთან“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: კაშკაშებს კვარაცხელია, კაშკაშებს ნაპოლი
იტალიური მედია: კაშკაშებს კვარაცხელია, კაშკაშებს ნაპოლი