საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

29 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ხორვატიაში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას მთელი ევროპის მასშტაბით 16 გუნდი მიიღებს, მათ შორის კი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებიც იქნება.

ცოტა ხნის წინ, ტურნირის მასპინძელ ქალაქში ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. დეიან სტანოევიჩის გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, მეტოქეები კი იტალიის, სლოვაკიისა და მონტენეგროს ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

ქართველი წყალბურთელებს სამივე მეტოქესთან აქვს თამაშის გამოცდილება. ჩვენი გუნდი სლოვაკეთის ნაკრებს ისტორიის მანძილზე 5-ჯერ შეხვდა, აქედან 4 შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე, ერთი მატჩი კი ამხანაგური იყო. ბალანსი კი თანაბარია - 2 მოგება, 2 წაგება და 1 ფრე. საგულისხმოა, ქართველმა წყალბურთელებმა ზედიზედ ორ შეხვედრაში შეძლეს მეტოქის დამარცხება.

სლოვაკეთის მსგავსად, დეიან სტანოევიჩის გუნდი მონტენეგროსაც 5-ჯერ დაუპირისპირდა, თუმცა სამწუხაროდ, ყველა შეხვედრა მონტენეგროელების გამარჯვებით დასრულდა. საგულისხმოა, რომ ჩვენს მეტოქეს ყველაზე მეტად ბოლო შეხვედრაში გაუჭირდა. მიმდინარე წლის ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული შეხვედრა მონტენეგრომ მინიმალური სხვაობით, 10:9 მოიგო.

რაც შეეხება იტალიას, გუნდები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ და ექვსივე შემთხვევაში გამარჯვება იტალიელებმა იზეიმეს.

ჩვენი ჯგუფის გარდა, დანარჩენ ჯგუფებში კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა:

B ჯგუფი - საბერძნეთი, მალტა, საფრანგეთი, ხორვატია.

C ჯგუფი - რუმინეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები.

D ჯგუფი - სერბეთი, უნგრეთი, ისრაელი, სლოვენია.

ევროპის ჩემპიონატის კალენდარი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი იაპონიასთან - საქართველოს წყალბურთის ნაკრები მუნდიალზე მე-10 ადგილზე გავიდა
მარცხი იაპონიასთან - საქართველოს წყალბურთის ნაკრები მუნდიალზე მე-10 ადგილზე გავიდა