დინამო ბათუმი, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

დავითაშვილი და აზაროვი სერბეთში ითამაშებენ

CrystalSport-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, დინამო ბათუმის ლიდერები: ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი კარიერას სერბეთში გააგრძელებენ.

ჩვენივე ინფორმაციით, საუბარია ცრვენა ზვეზდაზე, ტრანსფერები დახურვასთან ახლოსაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების აგენტი, მამუკა ჯუღელი შესაძლო ტრანსფერების დასრულებაზე აქტიურად მუშაობს. ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად ნაცნობმა აგენტმა ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ, ტელეკომპანია იმედის ეთერით გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ დღის წესრიგში სწორედ აღნიშნული ტრანსფერები დგას, კონკრეტული გუნდი არ დაუსახელებია, თუმცა არ დამალა, რომ ორივე მათგანს სერია ა-ს წარმომადგენლების სკაუტებიც აკვირდებოდნენ.

ირაკლი აზაროვი დინამო ბათუმს 2021 წლის საფეხბურთო სეზონიდან შეუერთდა, როდესაც დინამო თბილისი დატოვა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი აჭარული კლუბის ფეხბურთელი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა. ევროტურნირების გამოკლებით, ამ დრომდე დავითაშვილმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დინამო ბათუმის მაისური 12 მატჩში მოირგო, 6-ჯერ გაიტანა დ 3-ჯერ გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები