კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„მეფე ითამაშებს“ - რონალდუ მოედანს უბრუნდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ამახანაგურ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. 31 ივლისს, „წითელი ეშმაკები“ „ოლდ ტრაფორდზე“ „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდებიან და პორტუგალიელმა დაადასტურა, რომ ამ შეხვედრაში მას მოედანზე ვიხილავთ.

„კვირას მეფე ითამაშებს“, - უპასუხა რონალდუმ ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებლის პოსტს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კრიშტიანუს შესახებ აქტიურად იწერება და ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტუგალიელმა „მანჩესტერს“ კონტრაქტის გაწყვეტა მოსთხოვა. Sun-ის დღევანდელი ინფორმაციით, რონალდუმ „იუნაიტედს“ შეატყობინა, რომ მათი „მტერი კლუბისგან“ შეთავაზება აქვს და გაშვება მოითხოვა.

Telegraph-ის ცნობით, ჟორჟე მენდეში ამ საკითხზე მუშაობას არ წყვეტს და სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობს. ამ ინფორმაციას რონალდუ თავად გამოეხმაურა და პრესა გააკრიტიკა. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებმა იციან, ტყუილი რომ არ დაწერონ, ხალხის ყურადღებას ვერ მიიპყრობენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მინდოდა, ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი
„ძალიან მინდოდა, ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი" - მამუკელაშვილი ნაკრებს შეუერთდა