ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„სისხლი გაგვეყინა და გუნდი ბუდუმ გადაარჩინა" - უნგრული გამოცემა ზივზივაძეზე წერს

უნგრული გამოცემა, sport.mandiner.hu ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე უნგრული კლუბების ასპარეზობას გამოეხმაურა. სპორტული ვებგვერდის ყურადღების ცენტრში „მოლ ფეჰერვარიც“ მოექცა და sport.mandiner.hu-მ მისი ქართველი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე შეაქო.

ფერენცვაროშმა იზეიმა, კისვარდამ ისტორია დაწერა, ზივზივაძემ ფეჰერვარი გადაარჩინა, პუშკაშის აკადემიამ წამყვანი ფეხბურთელები დაკარგა

„მოლ ფეჰერვარი გაბალასთან დაპირისპირებას სიფრთხილით შეხვდა, რადგან შარშან მათ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. პირველი მატჩის შემდეგ, ზივზივაძემ და კომპანიამ საფუძველი მოგვცა, თავდაჯერებული ვყოფილიყავით და განმეორებით შეხვედრაში მაქსიმუმის გაკეთებაც არ იყო საჭირო, რათა მომდევნო ეტაპის საგზური მოგვეპოვებინა.

მიუხედავად ამისა, როცა გაბალა 1:0-ს იგებდა და ნეგომ პენალტი გააფუჭა, სისხლი გაგვეყინა. თუმცა უიპეშტიდან დაბრუნებულმა ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ გაიტანა და დაგვამშვიდა. ჩნდება სპეკულაციები, რომ შესაძლოა, ბუდუმ ამ ზაფხულს კლუბი კიდევ ერთხელ დატოვოს. ჩვენი აზრით, მოლ ფეჰერვარის მხრიდან საუკეთესო საბუთი, რომ წარმატებაზეა ორიენტირებული, ბუდუს შენარჩუნება იქნება, რომელიც ქომაგთა შორის ძალიან პოპულარულია. ამ ქმედებით, მოლ ფეჰერვარს შეუძლია, ზივზივაძისა და კენან კოდროს სასიკვდილო დუეტი შექმნას“, - წერს უნგრული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ თურქული და გერმანული კლუბების ინტერესის სფეროში მოექცა. ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არც ერთს გადაუდგამს და უნგრეთში მოვლენების განვითარებას ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მინდოდა, ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი
„ძალიან მინდოდა, ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი" - მამუკელაშვილი ნაკრებს შეუერთდა