ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თითქოს ნაპოლის მის გარეშე არაფერი გამოსდის" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე

ავტორიტეტული იტალიური გაზეთები La Gazzetta dello Sport, La Repubblica და Corriere dello Sport-ი დღევანდელ ნომრებში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან. „კვარამ“ „ადანა დემირსპორთან“ საგოლე გადაცემა მიითვალა და ბრწყინვალე პასით ირვინგ ლოსანოს გაატანინა, რაც იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

La Gazzetta dello Sport: „ტოსკანელმა სპეციალისტმა „ვერტიკალური“ გუნდი გამოიყვანა და კვარაცხელია მისი ფარი გახლდათ. ხვიჩამ კასტელ დი სანგროს ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრები რამდენჯერმე აღაფრთოვანა. მის მიერ განხორციელებულმა აჩქარებებმა, რასაც აძურის სხვა გარემარბების ქმედებები დაემატა, აშკარა გახადა, რომ წლეულს, ბევრჯერ იქნება შესაძლებელი, რომ აძურიმ ბურთის კონტროლზე უარი თქვას“.

La Repubblica: „მარცხენა გარემარბი ცენტრისკენ იწევს და შეჭრებს ახორციელებს, მარჯვენა - მის ქმედებებს აკონტროლებს და გოლი გააქვს. საავტორო უფლებები ინსინიესა და კალეხონს აღარ ეკუთვნით და კასტელ დი სანგროში მსგავსი ხელწერა კვარაცხელიასა და ლოსანოსგან ვიხილეთ. ქართველმა გამოიგონა, მექსიკელმა დააგვირგვინა. სპალეტის წიგნაკი, რომელშიც მითითებები წერია, მზადაა: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნაპოლის კვარას გარეშე არაფერი გამოსდის. მას ტემპის სწრაფად შეცვლა და აჩქარება შეუძლია. მან ასისტი გაიფორმა და შეტევის დარტყმით დაგვირგვინება რამდენჯერმე სცადა“.

Corriere dello Sport: „რის თქმა შეგვიძლია დანამდვილებით? კვარაცხელია, რომელმაც გუშინ ასისტი მიითვალა და რამდენჯერმე საინტერესოდ ითამაშა, ჩვენს დარწმუნებას განაგრძობს“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო. ქართველმა ფეხბურთელმა ლოსანოს ეფექტური საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო რამდენიმე წუთში კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა თურქული კლუბის მეკარემ აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: კვარამ გვანახა, რომ მან იცის თუ როგორ მოეპყროს ბურთს
სპალეტი: კვარამ გვანახა, რომ მან იცის თუ როგორ მოეპყროს ბურთს