სტივენ ჯერარდი
Aa
Aa

200 გირვანქა სტერლინგი ყოველი დაგვიანებული წუთის გამო - ჯერარდის მკაცრი ჯარიმები

„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი გუნდში დისციპლინის დასამყარებლად ყველაფერს აკეთებს. სოციალურ ქსელებში იმ ჯარიმების ამსახველი ფოტო გავრცელდა, რომელთა გადახდაც ბირმინგემელთა ფეხბურთელების სხვადასხვა დარღვევის გამო მოუწევთ.

ვარჯიშზე დაგვიანება 500 გირვანქა სტერლინგით ისჯება. თუ რომელიმე ფეხბურთელს სავარჯიშოდ მოედანზე გასვლა დააგვიანდა, თითოეული დაგვიანებული წუთის სანაცვლოდ 200 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს. მატჩის დღეს, მწვრთნელთან შეხვედრაზე დაგვიანება 1000 გირვანქა სტერლინგია, ხოლო არასამატჩო დღეებში - 200 გირვანქა სტერლინგი.

გარდა ამისა, ფეხბურთელები არასწორი პარკინგის (100 გირვანქა სტერლინგი), ეკიპირების სავარჯიშო მოედანზე დატოვების (100 გირვანქა სტერლინგი თითო ნივთი), ფიზიოთერაპევტთან დაგვიანების (200 გირვანქა სტერლინგი), სასადილო მაგიდაზე ჭიქების ან თეფშების დატოვების (100 გირვანქა სტერლინგი თითო ნივთი), არასათანადო ჩაცმულობის და ახალი ტრავმის ან რაიმე სახის ავადმყოფობის შემთხვევაში ექიმთან დილის 10 საათზე არ გამოცხადების გამოც ისჯებიან.

საინტერესოა, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელი წითელ ბარათს მიიღებს, მომდევნო 4 კვირის განმავლობაში მთელი გუნდი სადილზე დაპატიჟოს და ხარჯები თავად დაფაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე: „გვინდა, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ
არველაძე: „გვინდა, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ""