ბათუმის დინამო, ლაზარე კუპატაძე
Aa
Aa

"ცრუ ინფორმაციები ვრცელდება" - ლაზარე კუპატაძის კომენტარი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ლაზარე კუპატაძესა და ბათუმის „დინამოს“ შორის თანამშრომლობა შეწყდა. 26 წლის მეკარემ აჭარული კლუბი დატოვა. ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რასაც ლაზარე „ფესიბუქის“ პირადი გვერდით გამოეხმაურა.

რას წერს ლაზარე?

„მოგესალმებით. ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის დინამოს ფეხბურთელი აღარ ვარ. ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა.

მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე ამ გუნდში ყოფნისას მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მადლობა Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club და ყველა გულშემატკივარს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიქ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის დინამოს გულშემატკივრად. მიყვარხართ და მადლობა საოცარი ემოციებისთვის, კიდევ შევხვდებით."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი პოტენციალი აქვს, შეცდომების დაშვება უნდა განაგრძოს
„დიდი პოტენციალი აქვს, შეცდომების დაშვება უნდა განაგრძოს" - ესპანური გამოცემა მამარდაზე