ტოჩინოშინი
Aa
Aa

მე-7 მარცხი - ტოჩინოშინს 1 შანსი რჩება და მხოლოდ გამარჯვება სჭირდება

„ნაგოია ბაშოს“ მე-14 დღეს, ტოჩინოშინი კომოსუბი ჰოშორიუს დაუპირისპირდა და უვატედეშინაგეს ილეთით დამარცხდა.

ტოჩინოშინმა ბრძოლა თავის სტილში აქტიურად ვერ დაიწყო, საწყისი შეჯახების შემდეგ, ჩავლების აღებაც გაუჭირდა, საბოლოოდ მეტოქემ სისწრაფეში აჯობა და დოჰიოდან გადაყვანა შეძლო.

ლევანს ჰოშორიუს წინააღმდეგ აქამდე მხოლოდ 1 შეხვედრა ჰქონდა გამართული და ისიც მის სასარგებლოდ დაასრულა.

ამრიგად, ტოჩინოშინს ბალანსი 7-7-ზე აქვს და ტურნირის დასკვნით დღეს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რომ კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს