არგენტინა მეოთხედფინალშია
არგენტინა მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ყველაფერი გაირკვა
ყველაფერი გაირკვა
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
რა მოხდა რეალურად
რა მოხდა რეალურად
გულის შეტევა დამემართებოდა
გულის შეტევა დამემართებოდა
5 წუთში წავაგეთ
5 წუთში წავაგეთ
ფლიკის კომენტარი
ფლიკის კომენტარი
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
ბოდიში მესის
ბოდიში მესის
არგენტინა მერვედფინალშია
არგენტინა მერვედფინალშია
ავსტრალიის სენსაცია
ავსტრალიის სენსაცია
პენალტები ჯგუფურ ეტაპზე?
პენალტები ჯგუფურ ეტაპზე?
პელეს მდგომარეობა მძიმეა
პელეს მდგომარეობა მძიმეა
გაკპო პსვ-ს ტოვებს
გაკპო პსვ-ს ტოვებს
მაგარი ამბავი იტალიიდან
მაგარი ამბავი იტალიიდან
შერმადინმა გაიბრწყინა
შერმადინმა გაიბრწყინა
ანტონი უკმაყოფილოა
ანტონი უკმაყოფილოა
ირანის ნაკრები დიდი წნეხის ქვეშაა
ირანის ნაკრები დიდი წნეხის ქვეშაა
ფიფამ გადაწტვეტილება მიიღო
ფიფამ გადაწტვეტილება მიიღო
„ზეიმი ნაადრევია“ - კაშიას კომენტარი ფერენცვაროშთან გამარჯვების შემდეგ
Aa Aa
21 ივლისი 2022  |  09:28

„ზეიმი ნაადრევია“ - კაშიას კომენტარი ფერენცვაროშთან გამარჯვების შემდეგ

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე საკვალკიფიკაციო რაუნდში ქართველების „სლოვანი“ უნგრულ „ფერენცვაროშს“ ესტუმრა და დრამატულ მატჩში მინიმალური სხვაობით, 1:2 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ 81-ე წუთამდე ბრატისლავური გუნდი 1:0 მარცხდებოდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო. სასიხარულოა, რომ „სლოვანის“ ორივე გოლში ლომის წვლილი ქართველებმა დაიდეს. სტუმრებმა ანგარიში სტანდარტული მდგომარეობიდან გათამაშების შემდეგ გურამ კაშიას გოლი აღადგინეს, 87-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ მოედნის ცენტრიდან ბრწყინვალე სოლორეიდი შემოგვთავაზა და საბოლოოდ ბარსეღიანს გამარჯვების გოლი გაატანინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებისა და ბრატისლავას „სლოვანის“ მცველმა, გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განვლილი მატჩი შეაფასა.

„ჩვენთვის კარგი დღე იყო, მაგრამ საქმე ბოლომდე ჯერ არ მიგვიყვანია. წინ კიდევ ერთი 90 წუთი გვაქვს და ნაადრევად ზეიმი არ გვინდა. ამ უქმეებზე ჩემპიონატის მატჩი გველის და შემდეგ ფერენცვაროშთან განმეორებითი მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანში“ სამი ქართველი ფეხბურთელი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობენ, მთავარი მწვრთნელი კი ვლადიმირ ვაისია, რომელიც საქართველოს ნაკრებს 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

„სლოვანსა“ და „ფერენცვაროშს“ შორის საპასუხო დაპირისპირება 27 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში