კასილიასი ჯერ ფიქრობს
იკერ კასილიასს „პორტუსთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.
იგი კვლავაც „დრაკონების“ რიგებში ვარჯოშობს, თუმცა გადაწყვეტილი არაა, დარჩება თუ არა კლუბში.
ერთადერთი რის გამოც, ესპანური პრესა იკერის „დრაგაოზე“ დარჩენას ვარაუდობს ისაა, რომ მან „პორტუს“ მომავალი სეზონის ფორმის წარდგენაში მიიღო მონაწილეობა და ღონისძიებაზე კლუბის მთავარი სახე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ლეგენდის საკუთარ რიგებში ხილვა „სევილიას“, „ლივერპულსა“ და „არსენალს“ სურთ.