ეროვნული ნაკრები, ლეგიონერები, თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად | თორნიკე ოქრიაშვილი სამხრეთ კორეაში ითამაშებს

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს - თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც აპოელი ახლახანს დატოვა. 30 წლის შემტევი აპოელს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა, გასულ სეზონში, საერთო ჯამში, 27 მატჩი ჩაატარა 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

თორნიკეს ახალი გუნდი  K ლიგის ჩონბუკია, რომელმაც ინფორმაცია გულშემატკივარს ოფიციალურად უკვე დაუდასტურა.

ჩონბუკი საკუთარი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, გუნდმა ეს სულ 9-ჯერ შეძლო.

,,თორნიკეს ყველაფერი აქვს, რათა საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელის სტატუსი მიიღოს", - წერს გუნდის ვებგვერდი და ოქრიაშვილის კომენტარს ავრცელებს:

,,მსურს გავხდე ფეხბურთელი, რომელიც  ჩონბუკს წარმატებაში დაეხმარება".

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 49 მატჩი აქვს ჩატარებული (13 გოლი), K ლიგის ჩონბუკს ყველა საჭირო საბუთის მოგვარების შემდეგ, უახლოეს დღეებში შეუერთდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    14 ივლისის სატრანსფერო ზონა
    14 ივლისის სატრანსფერო ზონა