ვლადიმირ ვაისი, სლოვანი
Aa
Aa

ვაისი: ბათუმის წაგება ჩემთვის მაკედონიასთან წაგების ტოლფასია

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ბრატისლავას სლოვანს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ვაისმა:

ძალიან ემოციური თამაში იყო. დინამო უკეთესი გუნდი იყო, ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ და გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გავიტანეთ, გაგვიმართლა. შეკრება დიდი ხანი არ გაგვივლია და ამან გავლენა იქონია. დინამო აკონტროლებდა თამაშს ბურთით და ბურთის გარეშეც. ზურიკო ბრწყინვალე ფეხბურთელია. მჯერა, რომ კვარასთან ერთად ისიც ვარსკვლავია. ბიჭებს ვუთხარი, რომ ადვილი თამაში არ იქნებოდა, რადგან მეტოქე საქართველოს ჩემპიონი იყო. ჩემთვისაც ემოციური თამაში იყო, რადგან თქვენს წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ ვთამაშობდი.

ლაზარე კარგი ადამიანი და კარგი მეკარეა. ჩვენ არამხოლოდ მეკარე, ბევრ პოზიციაზე გაგრძელება გვჭირდება, მაგრამ ვინც არიან ახლა გუნდში, მათი თამაშითაც კმაყოფილი ვარ.

რა თქმა უნდა გამარჯვებით გახარებული ვარ. მიხარია ჩემი ხალხის და მეგობრების გამო. მიხარია ბიჭების გამოც, რადგან ყველაფერს ვგრძნობდი და განვიცდიდი, რასაც ისინი გრძნობდნენ. დინამო ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული და მათ უფრო მეტი დროც ჰქონდათ, რადგან საქართველოს ჩემპიონატში სეზონი შუა ფაზაშია, ჩვენ კი მხოლოდ ახლა დავიწყეთ შეკრება და მაშინვე ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მოგვიწია.

მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ შეხვედრაში ბათუმის წაგება და წარსულში, ჩრდ. მაკედონიასთან წაგება ჩემთვის ორივე მტკივნეულია. აქ 5 წელი ვიმუშავე და ძალიან მიყვარს აქაურობა. დიდი მადლობა ყველს, საქართველოს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.

შეგახსენებთ, რომ ბრატისლავას „სლოვანში“ 3 ქართველი ფეხბურთელი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობენ. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშს“ შეხვდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეგუჩაძე მატჩის შემდეგ: ყველა განიცდის წაგებას, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ
გეგუჩაძე მატჩის შემდეგ: ყველა განიცდის წაგებას, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ