კალიდუ კულიბალი
Aa
Aa

კულიბალის თანხმობა ჩელსის - არისტოკრატები ტრანსფერს მალე დახურავენ

„ნაპოლის“ ფეხბურთელი, კალიდუ კულიბალი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გუშინ, კულიბალის აგენტებსა და „არისტოკრატების“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა და მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ.

კალიდუმ „ჩელსის“ წინადადება მიიღო და ლონდონელებთან პირად კონტრაქტთან დაკავშირებული დეტალებიც მოაგვარა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება და ახლა ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული.

ბრიტანული პრესა „ჩელსისთან“ დაახლოებული წყაროს კომენტარს ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და ტრანსფერი უბრალოდ დროის ამბავია. „არისტოკრატები“ მზად არიან, „ნაპოლის“ მოთხოვნები დააკმაყოფილონ და კალიდუს სანაცვლოდ 40-მილიონიან წინადადებას ამზადებენ.

უცხოურ პრესაში სენეგალელის სავარაუდო შემცვლელზეც წერენ. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „ნაპოლი“ ფრანჩესკო აჩერბით ინტერესდება და „პარტენოპეის“ მისი ტრანსფერი დაახლოებით 5 მილიონი ევრო დაუჯდება.

აქვე გეტყვით, რომ კულიბალის გარდა, „ჩელსი“ რაჰიმ სტერლინგსაც იმატებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მისი ტრანსფერი ოფიციალურად დღეს ან ხვალ დადასტურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"აქ მეფესავით იქნება" - ხვიჩა და დიბალა ერთად? ნეაპოლური პრესა გააქტიურდა