ნაპოლი, კალიდუ კულიბალი
Aa
Aa

"მირჩევნია დარჩეს" - სპალეტიმ კულიბალის ტრანსფერზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ფეხბურთელი, კალიდუ კულიბალი „ჩელსიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ამ ინფორმაციას რამდენიმე ცნობილი იტალიური გამოცემა ავრცელებს და იუწყებიან, რომ „არისტოკრატები“ მიზანს უახლოეს საათებში მიაღწევენ.

ლონდონელები კულიბალის მატიას დე ლიხტის ალტერნატივად განიხილავენ. ეს უკანასკნელი „ბაიერნში“ გადადის და „ლურჯებს“ სხვა გზის პოვნა მოუწიათ. Calciomercato-ს ცნობით, „ჩელსის“ კულიბალის აგენტთან პირდაპირი კონტაქტი აქვს და საუბარი 3-წლიან ხელშეკრულებაზე მიდის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა.

სპალეტი:

„რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ამ სეზონში კულიბალი ჩვენთან დარჩეს. ის დიდი ალბათობით გუნდის კაპიტანი გახდება. თუ წასვლას გადაწყვეტს არავინ შეეწინააღმდეგება. მეტიც, მადლობას გადავუხდით გაწეული სამუშაოსთვის. თუ ახალი გამოწვევები სურს, უნდა წავიდეს. ჩვენ ყველაფერ საუკეთესოს ვისურვებთ, რადგან ამას იმსახურებს. იმედია ამ საკითხზე ყველა ჩემსავით იფიქრებს.“

ცნობისთვის, „არისტოკრატები“ მზად არიან, „ნაპოლის“ მოთხოვნები დააკმაყოფილონ და კალიდუს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდიან. როგორც ირკვევა, დე ლიხტის უარის შემდეგ, ლონდონელებმა არჩევანი ჟიულ კუნდესა და კულიბალის შორის გააკეთეს და სენეგალელი აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ კულიბალის რამდენიმე მსურველი ჰყავდა, რომელთა შორის „იუვენტუსიც“ იყო. „ბიანკონერი“ დე ლიხტის მომავლის გარკვევას ელოდებოდა და „ჩელსიმ“ მომენტით ისარგებლა. ცნობისთვის, კულიბალის გარდა, „არისტოკრატები“ ნათან აკესაც დაიმატებენ, რომელიც „სიტის“ რიგებში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა ვერის ბაღის დარბაზიდან დაიწყო
ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა ვერის ბაღის დარბაზიდან დაიწყო