კალიდუ კულიბალი
Aa
Aa

ჩელსი მიზანთან ახლოსაა - არისტოკრატები კულიბალის ყიდულობენ

„ნაპოლის“ ფეხბურთელი, კალიდუ კულიბალი „ჩელსიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ამ ინფორმაციას რამდენიმე ცნობილი იტალიური გამოცემა ავრცელებს და იუწყებიან, რომ „არისტოკრატები“ მიზანს უახლოეს საათებში მიაღწევენ.

ლონდონელები კულიბალის მატიას დე ლიხტის ალტერნატივად განიხილავენ. ეს უკანასკნელი „ბაიერნში“ გადადის და „ლურჯებს“ სხვა გზის პოვნა მოუწიათ. Calciomercato-ს ცნობით, „ჩელსის“ კულიბალის აგენტთან პირდაპირი კონტაქტი აქვს და საუბარი 3-წლიან ხელშეკრულებაზე მიდის.

„არისტოკრატები“ მზად არიან, „ნაპოლის“ მოთხოვნები დააკმაყოფილონ და კალიდუს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდიან. როგორც ირკვევა, დე ლიხტის უარის შემდეგ, ლონდონელებმა არჩევანი ჟიულ კუნდესა და კულიბალის შორის გააკეთეს და სენეგალელი აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ კულიბალის რამდენიმე მსურველი ჰყავდა, რომელთა შორის „იუვენტუსიც“ იყო. „ბიანკონერი“ დე ლიხტის მომავლის გარკვევას ელოდებოდა და „ჩელსიმ“ მომენტით ისარგებლა. ცნობისთვის, კულიბალის გარდა, „არისტოკრატები“ ნათან აკესაც დაიმატებენ, რომელიც „სიტის“ რიგებში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არის მეორე გამარჯვება - ტოჩინოშინმა შიმანოუმი დაამარცხა
არის მეორე გამარჯვება - ტოჩინოშინმა შიმანოუმი დაამარცხა