სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

შეუჩერებელი მამუკელაშვილი - 28 ქულა და ძალიან მაგარი ჩატენვა

„მილუოკი ბაქსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის საზაფხულო ლიგის ეგიდით მეორე შეხვედრა გამართა. გამთენიისას „მამუს“ გუნდი „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 109:111. „ბოსტონს“ გამარჯვება მეტ რაიანმა მოუტანა, რომელმაც საფინალო სირენამდე 0.8 წამით ადრე, სამქულიანი ჩააგდო

მარცხის მიუხედავად, მამუკელაშვილს ფენომენალური მატჩი ჰქონდა. სანდრომ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 30 წუთი და 39 წამი გაატარა. ამ დროში, ქართველმა კალათბურთელმა 28 ქულა, 9 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

„მამუმ“ 19-დან 9 სროლა გამოიყენა და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. „ბაქსის“ ქართველ კალათბურთელს მხოლოდ 1 დაკარგვა ჰქონდა და ბოლო წამებზე მის მიერ შესრულებული ბრწყინვალე ჩატენვა საკალათბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. სანდროს დანქი ისეთმა ცნობილმა ტელეკომპანიამ გამოარჩია, როგორიც ESPN-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ მამუკელაშვილი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მის გარდა, 24 ქულით ლინდელ უიგინტონი გამოირჩა, ბოჩემპსა და ვილდოსას კი 15 და 11 ქულა ჰქონდათ.

ცნობისთვის, ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 ივლისს გამართავს და თბილისის დროით, 00:00-ზე „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაგრების გრან პრიზე უძლიერესი შემადგენლობით!
ზაგრების გრან პრიზე უძლიერესი შემადგენლობით!