მესუთ იოზილი
Aa
Aa

ფენერბახჩემ იოზილს კონტრაქტი შეუწყვიტა

33 წლის წარმოშობით თურქი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი „ფენერბახჩეს“ შემადგენლობაში აღარ ითამაშებს. თურქული სააგენტო NTV Sport-ის ცნობით, ფეხბურთელმა და კლუბმა ერთმანეთთან კონტრაქტი გაწყვიტეს.

იოზილი გუნდიდან ჯერ კიდევ მარტში, მთავარ მწვრთნელთან, ისმაილ ქართალთან კონფლიქტის გამო გარიცხეს. ფეხბურთელმა ფენერბახჩეში ბოლო თამაში 20 მარტს ჩაატარა.

საგულისხმოა, რომ ახალი სეზონისთვის „ფენერბახჩემ“ გუნდიდან ქართალი გაათავისუფლა და მის ადგილზე ხორხე ჟესუსი დანიშნა, თუმცა იოზილი შემადგენლობაში არც ახალმა მწვრთნელმა დააბრუნა და ის არც წინასასეზონო განაცხადში შეიყვანა.

33 წლის ფეხბურთელი „ფენერბახჩეს“ 2021 წლის სეზონის დასაწყისში  შეუერთდა და კლუბის მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა, გულშემატკივრებს კი 11 საგოლე გადაცემით დაამახსოვრა თავი.

სხვადასხვა წლების განმავლობაში იოზილი არსენალის, მადრიდის რეალის, შალკესა და ვერდერის ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის ტოპ 10 ტრანსფერი, რომელმაც არ გაამართლა
რეალის ტოპ 10 ტრანსფერი, რომელმაც არ გაამართლა