„ძალიან ბედნიერი ვარ" - პაპუნა ბერუაშვილი სპორტინგში გადავიდა
18 წლის ქართველი მეკარე, პაპუნა ბერუაშვილი „სპორტინგში“ გადავიდა. რამდენიმე წუთის წინ, ლისაბონურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ახალგაზრდა გოლკიპერი წარადგინა. ABOLA-ს ცნობით, „სპორტინგმა“ 18 წლის ფეხბურთელი გასულ მარტში, პორტუს საერთაშორისო ტურნირისას გაიფორმა.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, პორტუგალიის უდიდეს კლუბთან კონტრაქტი რომ გავაფორმე. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას და მაქსიმალურ პროგრესს მივაღწევ. მე ვარ მეკარე, რომელიც ჩაწოდებებზე კარგად გამოდის და მოედანზე ყველაფერს ტოვებს. სპორტინგის ისტორია კარგად ვიცი, რადგან სპორტინგის მუზეუმში ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე“, - განაცხადა ბერუაშვილმა.
???? “Sinto-me muito bem e feliz por assinar pelo maior clube de Portugal. Espero jogar o máximo de jogos que conseguir e melhorar o mais que puder.”
— Sporting Clube de Portugal (@Sporting_CP) July 8, 2022
Papuna Beruashvili é Leão ???? #EuSouSporting
???? https://t.co/lIBXiuzJXV pic.twitter.com/0v2skeAQM4
სავარაუდოდ, საწყის ეტაპზე პაპუნა ბერუაშვილი „სპორტინგის“ 23-წლამდე გუნდში ან სარეზერვო გუნდში ითამაშებს. შესაძლოა, პირველ გუნდშიც ვიხილოთ. ეს დამოკიდებულია თავად მოთამაშეზე, რა დროში მოახერხებს საუკეთესო თვისებების გამოვლენას. ლისაბონის „სპორტინგი“ ისტორიული კლუბია, 1906 წლის პირველ ივლისს დაარსდა, პორტუგალიის ჩემპიონატი 19-ჯერ მოიგო, ბოლოს 2020-21 წლების სეზონში. გარდა ამისა, პორტუგალიის თასზე 17-ჯერ გაიმარჯვა, 4-ჯერ კი ლიგის თასის მფლობელი გახდა. 1963-64 წლების UEFA-ს თასების მფლობელთა თასის სეზონი ტრიუმფით დაასრულა.