ბათუმის დინამო
Aa
Aa

ბრძოლა და ლოგიკური ფრე - კაცნაკლულმა დინამომ სლოვანს არაფერი დაუთმო

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავაში „სლოვანის“ წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 0:0 ითამაშა და განმეორებითი შეხვედრის წინ, საქართველოში ოპტიმისტური განწყობით ბრუნდებიან.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და 2 სახიფათო მომენტიც შექმნეს, რომელიც ორივე შემთხვევაში ლაზარე კუპატაძემ ჩინებულად იმოქმედა და კარი მშრალად შეინახა.

ამ მომენტებიდან მალევე, 42-ე წუთზე მამუკა კობახიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. კაპიტანმა პირველი გაფრთხილება 26-ე წუთზე მიიღო და უწყინარ სიტუაციაში ბათუმელები კაცნაკლულნი დარჩნენ.

მეორე ნახევარში გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს არაფერი დაუთმო და ნამდვილი ბრძოლა შესთავაზა. ბათუმელები შეტევებზეც არ ამბობდნენ უარს და ნახევრადსახიფათო მომენტები მასპინძელთა კართანაც იქმნებოდა.

საერთო ჯამში, მატჩში ობიექტური შედეგი დაფიქსირდა - 0:0.

უნდა აღინიშნოს, რომ „სლოვანის“ რიგებში სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი მეორე ტაიმში 58-ე წუთზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ბათუმში 13 ივლისს შედგება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები უკვე თითქმის სრულად არის გაყიდული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიჭიერი ფეხბურთელის რეზიუმე აქვს, მაგრამ ახალი სამყარო ელოდება“ – Sky-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე
„ნიჭიერი ფეხბურთელის რეზიუმე აქვს, მაგრამ ახალი სამყარო ელოდება“ – Sky-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე