ჩელსი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

რონალდუ გამოირიცხა - ჩელსიმ საბოლოო დეტალები სტერლინგთან შეათანხმა

ბოლო პერიოდში ლონდონის „ჩელსის“ არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. საუბარი ძირითადად რონალდუზე, ნეიმარზე, სტერლინგზე, დე ლიხტზე და რაფინიაზე გახლავთ.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Independent ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ჩელსიმ“ კრიშტიანუ რონალდუსთვის ბრძოლა დაასრულა და მისი გადაბირება გამორიცხულია.

სამაგიეროდ, სიახლე რაჰიმ სტერლინგის შემთხვევაში. აღნიშნული წყაროს ცნობით, „არისტოკრატებმა“ ინგლისელ გარემარბთან საბოლოო დეტალები შეათანხმეს. ლონდონური კლუბი „მანჩესტერ სიტის“ რაჰიმის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაუხდის.

ამ ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, ტოდ ბოელი ცენტრალური მცველის შეძენას შეეცდება, რადგან ეს პოზიცია გუნდისთვის პრიორიტეტულია. ასევე, „ჩელსი“ ნებისმიერ შემოთავაზებას მოისმენს, რომელიც ჰაკიმ ზიეჩს, ტიმო ვერნერს და ჰადსონ-ოდოის შეეხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რას აპირებს კრიშტიანუ - AS-მა რონალდუ ბარსელონას დაუკავშირა...
რას აპირებს კრიშტიანუ - AS-მა რონალდუ ბარსელონას დაუკავშირა...