ჩავი ერნანდესი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: ჩავიმ დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო

კარლო ანჩელოტიმ ჩავის „ბარსელონაში“ დარჩენის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დღეს ჩავიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში „ბლაუგრანას“ გაწვრთნას გააგრძელებს.

„ჩავი ბარსელონაში კარგ საქმეს აკეთებს და კლუბს კარგად იცნობს. ვფიქრობ, მან დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“,

- განაცხადა ანჩელოტიმ.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, დღეს ჯერ ჟოან ლაპორტამ და შემდეგ ჩავიმ, საჯაროდ დაადასტურეს, რომ 2024/25 წლების სეზონში „ბარსას“ ახალი მწვრთნელი არ ეყოლება.

დარჩენის მიზეზები: რა მოთხოვნები ჰქონდა და აქვს ჩავის?

გასულ წელსა და ამ სეზონშიც, ჩავი შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვდა, რაც მან ვერ მიიღო.

ფეხბურთელების გუნდში დატოვება, ახალი მოთამაშეების დამატება - კლუბი საპირისპიროდ იქცეოდა, მათ ყიდდა ვისი დატოვებაც მწვრთნელს სურდა (ბუსკეტსი, ობამეიანგი და დემბელე) და რომელთა გაფორმებასაც ჩავი ითხოვდა, მათ შეძენას ვერ ახერხებდნენ.

საბოლოოდ, მოზღვავებული კრიტიკისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ, ჩავიმ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ამჯერად მასსა და კლუბს შორის შეთანხმება შედგა. როგორც ჩანს, „ბარსელონაში“ მზად არიან მწვრთნელის მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზამთრის საუკეთესო ტრანსფერები | Eurosport-მა მიქაუტაძის მეცში გადასვლა გამოარჩია
ზამთრის საუკეთესო ტრანსფერები | Eurosport-მა მიქაუტაძის მეცში გადასვლა გამოარჩია