სერხიო რამოსი, კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპემ მადრიდში რამოსის სახლი იყიდა

კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი 100 პროცენტით გადაწყვეტილია. პსჟ-ს 25 წლის ფრანგმა ფორვარდმა თავისი ყოფილი თანაკლუბელისგან, სერხიო რამოსისგან მადრიდში სახლი 18 მილიონ ევროდ შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და მბაპე ბინაში ოჯახთან ერთად მაშინვე გადაბარგდება, როგორცკი სამეფო კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

თავდაპირველად კილიანი რამოსისგან სხვა შედარებით პატარა სახლის შეძენას გეგმავდა, რომელიც 6 მილიონი ღირდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი უფრო მდიდრულ ბინაზე გააკეთა, რომელიც მადრიდის ჩრდილოეთ ნაწილში, ალკობენდასის მუნიციპალიტეტის რაიონ ლა მორალეხაში მდებარეობს და იქ ამაზე მდიდრული აპარტამენტი არ არსებობს.

მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე მბაპე „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს და „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. თუმცა, იმისათვის, რომ არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთა, მადრიდული კლუბისგან ბონუსის სახით 100 მილიონ ევროს მიიღებს, ფრანგი ფორვარდის ყოველწლიური ხელფასი კი 50 მილიონი იქნება, რითაც ის „ბლანკოსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ იქცევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა, მბაპე, გნაბრი და სხვები | Talksport-ის სტატია ევრო 2024-ზე
კვარა, მბაპე, გნაბრი და სხვები | Talksport-ის სტატია ევრო 2024-ზე