გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ზამთრის საუკეთესო ტრანსფერები | Eurosport-მა მიქაუტაძის მეცში გადასვლა გამოარჩია

Eurosport-ის ფრანგულმა გამოცემამ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ლიგა 1-ის კლუბების მიერ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დახურული საუკეთესო გარიგებები დაასახელა. Eurosport-მა ხუთი ტრანსფერი გამოარჩია და ერთ-ერთი მათგანი გიორგი მიქაუტაძე გახლავთ, რომელიც იჯარის წესით „აიაქსიდან“ „მეცში“ გადავიდა.

„ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მიქაუტაძე განსახიერებაა კლუბის, რომელიც მის გადასვლამდე ციცაბო ფერდობზე იმყოფებოდა, მისი გადაყვანის შემდეგ კი, სიფერადე დაუბრუნდა. 8 გოლისა და 2 შედეგიანი გადაცემის მქონე ქართველი ფეხბურთელი სასწაულებს აკეთებს გუნდში, რომელსაც შეტევაში იდეები აკლია.

„გიორგი კილიან მბაპე არაა, მაგრამ მეცის მბაპეა“, - განაცხადა მისმა თავკაცმა, ლასლო ბოლონიმ ლე ავრთან მოგებული მატჩის შემდეგ. სტატისტიკა იდეალურად აღწერს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მიქაუტაძე მეცისთვის. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 10 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა და მონაწილეობა მეცის გოლების 42 პროცენტში აქვს მიღებული. თანაც, გასათვალისწინებელია ის, რომ 30 მატჩიდან მხოლოდ 16-ში თამაშები“, - წერს Eurosport-ი.

ცნობისთვის, გიორგის გარდა, სტატიის ავტორმა ნემანია მატიჩი (რენიდან ლიონში), იან გბოო (სერკლიდან ტულუზაში), მოდიბო სანიანი (უტრეხტიდან მონპელიეში) და მოჰამედ ბამბა (ვოლფსბერგერიდან ლორიანში) გამოარჩია.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - კლოპი ევერტონთან მარცხის შემდეგ
„გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - კლოპი ევერტონთან მარცხის შემდეგ