ევერტონი, იურგენ კლოპი
Aa
Aa

„გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - კლოპი ევერტონთან მარცხის შემდეგ

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა „ევერტონთან“ სენსაციური მარცხის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს ნაჩვენები შედეგის გამო მოუბოდიშა.

რა თქვა კლოპმა:

შეგვიძლია თუ არა ტიტულის მოგება? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „მანჩესტერ სიტის“, ან „არსენალის“ საქმეები ცუდად წავა. არ ვიცი რა მოხდა, ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია გავაკეთო, ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადო. საქმე უკეთესად უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევძელით.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულ დერბიში „ლივერპული“ „გუდისონ პარკზე“ „ევერტონთან“ 2:0 დამარცხდა და პრემიერ ლიგის ტიტულის მოგების შანსები საგრძნობლად შეიმცირა.

34 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს 77 ქულით „არსენალი“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 74 ქულით „ლივერპული“ იმყოფება, მესამე ადგილს კი 73 ქულით „მანჩესტერ სიტი“ იკავებს, თუმცა, პეპ გუარდიოლას გუნდს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ორივეში გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები