ჩელსის ახალი სამიზნე - სპორტინგის ფეხბურთელში 50 მილიონს იხდიან
Aa
Aa

ჩელსის ახალი სამიზნე - სპორტინგის ფეხბურთელში 50 მილიონს იხდიან

ლონდონის „ჩელსის“ სატრანსფერო გეგმების შესახებ ბევრი იწერება. „არისტოკრატებს“ მატიას დე ლიხტს, რაჰიმ სტერლინგს, კრიშტიანუ რონალდუს, რაფინიასა და სხვებს უკავშირებენ, მაგრამ „ლურჯების“ პირველი შენაძენი შესაძლოა, „სპორტინგის“ ფეხბურთელი იყოს.

A Bola-ს ინფორმაციით, „ჩელსი“ მატეუშ ნუნიესს უმიზნებს და მზადაა, პორტუგალიელებს ოფიციალური წინადადებით მიმართოს. 23 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და საქებარი სიტყვები თვით პეპ გუარდიოლასგან დაიმსახურა, რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესი ორმაგად გაიზარდა. „ჩელსის“ გარდა, ნუნიესს „ვულვზი“ აკვირდება, თუმცა თითქმის გამორიცხულია, „მგლებმა“ „არისტოკრატებს“ აჯობონ.

იწერება, რომ „სპორტინგი“ მისი გაშვების წინააღმდეგი არაა და „ჩელსის“ შეთავაზებას ელოდება. „არისტოკრატების“ პირველი წინადადება 50 მილიონი ევროს ოდენობის იქნება, რაც დიდი ალბათობით, მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდება და ლურჯებს ოდნავ მეტის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელს ჯერჯერობით არავინ გაუფორმებია. „ლურჯებს“ ახალი მფლობელი ჰყავთ და ზაფხულში, ტრანსფერებზე დაახლოებით 200 მილიონ ევროს დახარჯავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია: „ვიღაცამ რამე რომ მითხრას, წონითი დივიზიონი სულერთი იქნება“
ილია თოფურია: „ვიღაცამ რამე რომ მითხრას, წონითი დივიზიონი სულერთი იქნება“