ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არ მეშინია, მისი მჯერა" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ბორის სოლაცომ „ნაპოლის“ ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. სოლაცოს „კვარას“ მომავალზე ჰკითხეს და მან განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის წარმატების სჯერა.

„გაუჭირდება თუ არა კვარაცხელიას ჩვენს ჩემპიონატთან შეგუება? ჩვენ, იტალიელები ტაქტიკურად კვლავინდებურად საუკეთესონი ვართ და ამას მარკო როსიც ადასტურებს, რომლის გაწვრთნილმა უნგრეთის ნაკრებმა ინგლისს 4 გოლი გაუტანა. სხვა ქვეყნებში ტაქტიკა თითქმის არ არსებობს და თვით პეპ გუარდიოლაც კი ამბობს, რომ ყველაფერი კარლო მაცონესგან ისწავლა.

მიუხედავად ამისა, სერია A-ში ისეთი დონეა, რომ ხვიჩასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელებს მარტივად შეუძლიათ, რომ სხვებისგან გამორჩეული იყვნენ. კვარაცხელიამ დაგვარწმუნა, რომ ჭკვიანია, რადგან სწორ გუნდში გადავიდა, რომლის თავკაციც თვით სპალეტი გახლავთ. იგი გადავიდა გუნდში, რომელშიც ლობოტკა ყოფილი ფეხბურთელობიდან ფლეიმეიქერად იქცა. ასე რომ, არ მეშინია. კვარაცხელიაზე 100 ევროს დადება რომ შემეძლოს, ფსონს უპრობლემოდ ჩამოვიდოდი, რადგან ერთა ლიგაზე მის მიერ ჩატარებული თამაშები ვნახე“.

შეგახსენებთ, რომ Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი 5-წლიანი იქნება და ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა ვიცით და როგორი გუნდია კარგად ნაცნობი მწვრთნელისა და ფეხბურთელების სლოვანი
რა ვიცით და როგორი გუნდია კარგად ნაცნობი მწვრთნელისა და ფეხბურთელების სლოვანი