The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
ქვილითაია ბრუნდება
ქვილითაია ბრუნდება
პოგბა მუნდიალის მიღმა?
პოგბა მუნდიალის მიღმა?
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
კვერკველიას ინტერვიუ
კვერკველიას ინტერვიუ
FIBA საქართველოზე
FIBA საქართველოზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ლივერპულმა სუპერ თასი მოიგო
ლივერპულმა სუპერ თასი მოიგო
ჰალმა გამარჯვებით დაიწყო
ჰალმა გამარჯვებით დაიწყო
როდის დაბრუნდება ქვილითაია?
როდის დაბრუნდება ქვილითაია?
იაკინტო ელა - 14 წლის ბიჭი, რომელსაც მსოფლიო უნდა დაეპყრო
Aa Aa
2 ივლისი 2022  |  21:50

იაკინტო ელა - 14 წლის ბიჭი, რომელსაც მსოფლიო უნდა დაეპყრო

14 წლის ასაკში, იაკინტო ელა თავის თანატოლებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.. იცით? 19 წლის ასაკში უკვე პრემიერ ლიგაში თამაშობდა, მაგრამ 26 წლისამ პროფესიონალური ფეხბურთი დატოვა..

დღესდღეობით, „საუთჰემპტონის“ ყოფილი ფეხბურთელი გულშემატკივრების მცირე ნაწილს ახსოვს. საბედნიეროდ „იუთუბზე“ შემორჩენილია ელას თამაშის კადრები, რომლებიც ნათლად ასახავს, თუ რამდენის გაკეთება შეეძლო მას..

1996 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ Nike Premier Cup-ს უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა არაერთმა კლუბმა მიიღო. ასაკობრივი ზღვარი კი 13-დან 15-წლამდე მერყეობდა.

ერთ-ერთი მათგანი მაშინვე შესამჩნევი იყო. ბიჭი „ესპანიოლის“ მაისურში. იაკინტო გვინეაში დაიბადა, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა..

14 წლის ბავშვს იბერიული ნიჭი აღმოაჩნდა. ის ორივე ფეხით იდეალურად თამაშობდა და ბურთით იმას აკეთებდა, რაც მას მოესურვებოდა. „ესპანიოლმა“ ტურნირი მოიგო და ელა საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შემდეგ, მისით არაერთი სკაუტი დაინტერესდა.

მიუხედავად ამისა, სულ რაღაც 12 წლის შემდეგ, იაკინტო კატალონიის სამოყვარულო კლუბ „პრემიაში“ აღმოჩნდა. 26 წლის ასაკში, როდესაც ფეხბურთელები კარიერის საუკეთესო პერიოდს ატარებენ, ელამ ყველაფერი წყალში ჩაყარა და პროფესიონალური თამაში შეწყვიტა.

თავის ვებ-საიტზე იაკინტომ გამოაქვეყნა ბლოგი, რომელიც მან ფეხბურთისგან მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა. მისი ნაშრომი წიგნად „ამაზონმა“ აქცია და სახელად „ღარიბი ფეხბურთელის დღიური“ დაარქვა.

„14 წლის ასაკში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ვიცოდი, რომ ასე არ იყო, მაგრამ ეს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დამეხმარა.“

- წერს იაკინტო

მანჩესტერში ჩატარებული ტურნირის შემდეგ, Nike-მა ელას კონტრაქტი გაუფორმა. გუნდში კი მას „ელ ჩიკო ნაიკ“ შეარქვეს, რადგან იაკინტოს სხვა ბრენდის ტარების უფლება არ ჰქონდა.

ელამ „ესპანიოლის“ ახალგაზრდა გუნდში ყველაფრის მოგება შეძლო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა პირველ გუნდში მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა, ისიც „სამეფო თასის“ ეგიდით. ლა ლიგაში მას არასდროს უთამაშია.

„ახალგაზრდა მოთამაშეების მხოლოდ 0.2%-ს აქვს ლა ლიგაში თამაშის შესაძლებლობა.“

- განაცხადა ელამ 2019 წელს

საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ტალანტმა ესპანეთის 18-წლამდე ნაკრებში ვიქტორ ვალდესის და მიკელ არტეტას გვერდით ითამაშა, სადაც 11 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

არავინ იცის რატომ, მაგრამ 2001 წელს „ესპანიოლმა“ ელა გუნდიდან გაუშვა, მაგრამ მას ჯერ კიდევ წინ ჰქონდა საუკეთესო წლები. იაკინტო „საუთჰემპტონში“ გადავიდა. ელა გახდა პირველი ესპანელი მოზარდი, რომელმაც პრემიერ ლიგის გუნდთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა. იაკინტოს შემდეგ მსგავსი რამ პიკემ და ფაბრეგასმა გააკეთეს.


რეალურად ელა „წმინდანებში“ ძალიან ცუდ დროს მოხვდა. გუნდი პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და ახალგაზრდებზე აქცენტი არ კეთდებოდა. ამას სალაპარაკო ენის ბარიერიც შეექმნა. ის ინგლისურს ვერაფრით ეუფლებოდა..

„ჩემი ბიოგრაფიიდან თავისუფლად შემიძლია წავშალო ის ფაქტი, რომ ერთ დროს „საუთჰემპტონში“ ვთამაშობდი. ეს არაფერს შეცვლის. რა თქმა უნდა იმ ფაქტმა, რომ ინგლისური ვერ ვისწავლე დიდი გავლენა იქონია, მაგრამ მე მაინც იმ ადამიანებისგან შორს აღმოვჩნდი, რომლებსაც ჩემთვის ყურადღება უნდა მოექციათ.

ერთის მხრივ თავს პრივილეგირებულად ვგრძნობდი, რადგან ჩემს ადგილზე ყოფნას ბევრი ფეხბურთელი ინატრებდა. მეორეს მხრივ, თავი გალიაში მეგონა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ხელფასს გარკვეული ფაქტების დავიწყების გამო ვიღებდი. ამაში ვგულისხმობ, თუ როგორ უნდა დაივიწყოს ფეხბურთელმა, რომ შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.“

აღსანიშნავია, რომ ელას სიტუაცია მუხლის ტრავმამაც დაამძიმა, რომელიც ინგლისში ჩასვლიდან ძალიან მალე მიიღო. ამის გამო მან 2 წელი ნორმალურად ვერც ივარჯიშა.

„ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სიარული დამავიწყდა. ფეხბურთის თამაშზე ლაპარაკიც ზედმეტია. დეპრესიაში ჩავვარდი და არაფრის ხალისი არ მქონდა.“

- განაცხადა ელამ


ხანგრძლივმა და დაუსრულებელმა მკურნალობის პერიოდმა ელა გატეხა. მას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ფეხბურთი მისთვის არ იყო. საბოლოოდ ამ ყველაფერმა ერთად „საუთჰემპტონიდან“ გათავისუფლება გამოიწვია.

„ერთ მშვენიერ დილას სარეზერვო გუნდის მწვრთნელმა დამირეკა. შევხვდით და სკამზე ჩამოვჯექით. მაშინვე მკითხა როგორ ვიყავი. მან ისიც მითხრა, რომ გუნდი ჩემით ბედნიერი იყო. უცებ ხელი გადამხვია და მითხრა: „მგონი ყველასთვის უკეთესი იქნება, რომ ახალი გუნდი ეძებო“..

გაოგნებული სახით შევხედე. ბოლომდე ვერ ჩავწვდი რას მეუბნებოდა და დაამატა: „დამატებით ერთი თვის ხელფასს გადაგიხდით“..

შემდეგ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ესპანეთში უკეთესი კლიმატია, ხელი არ შემეშლებოდა და სალაპარაკო ენის ბარიერი არ მექნებოდა. ჩუმად ავდექი და წამოვედი..“

- წერს ელა საკუთარ ბლოგში

იჯარის წესით ელა „ჰერკულესში“ გადავიდა, ხოლო შემდეგ ოფიციალურად „ალავესს“ შეუერთდა..

მას შემდეგ, რაც 26 წლის ასაკში იაკინტომ ფეხბურთს თავი დაანებე მუშაობდა მასწავლებლად, მატარებლის მძღოლად, ცოლთან ერთად საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც კი ჰქონდა..

იაკინტო ელა - 14 წლის ბიჭი, რომელსაც მსოფლიო უნდა დაეპყრო..

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
სად გაქრა არსენალის იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც ახალ მესის უწოდებდნენ?
სად გაქრა არსენალის იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც ახალ მესის უწოდებდნენ?