პსჟ, ლიონელ მესი
Aa
Aa

მსოფლიოში მესის სტატუსი პსჟ-ს ახალმა სპონსორმა დაადასტურა

პსჟ-მ 2022/23 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა, რომელიც ტრადიციულად ლურჯ ფერშია წარმოდგენილი, შუაში კი ვერტიკალური ზოლი და წითელი ხასებია გამოსახული.

სპეციალურ ფოტოსესიაში მონაწილეობა გუნდის ვარსკვლავებმა - კილიან მბაპემ, აშრაფ ჰაკიმიმ, პენსელ კიმპემბემ და მარკო ვერატიმ მიიღეს, გადაღებების მთავარი გმირი კი ლეო მესი იყო.

მაისურს მარცხენა სახელოზე ახალი წარწერა - GOAT მოგვევლინა. აღნიშნული კომპანია 2015 წელს დაარსდა მსოფლიოში ფეხსაცმელების ონლაინ-გაყიდვის პლატფორმითაა ცნობილი. თუმცა, ეს ინიციალები გულშემატკივრებისთვის სხვა რამესთან ასოცირდება, კერძოდ: ყველა დროის უდიდესი.

ონლაინ-პლატფორმა ივლისიდან პარიზული კლუბის მთავარი სპონსორი გახდება, მაისურის მარცხენა სახელოზე კი მათი ლოგო მთელი სეზონის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. სიახლემ მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრების მოწონებაც დაიმსახურა, რადგან მიიჩნევენ, რომ მათი პოზიცია ირიბად ახალი სპონსორის ლოგომ დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები