The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
ქვილითაია ბრუნდება
ქვილითაია ბრუნდება
პოგბა მუნდიალის მიღმა?
პოგბა მუნდიალის მიღმა?
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
კვერკველიას ინტერვიუ
კვერკველიას ინტერვიუ
FIBA საქართველოზე
FIBA საქართველოზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ლივერპულმა სუპერ თასი მოიგო
ლივერპულმა სუპერ თასი მოიგო
ჰალმა გამარჯვებით დაიწყო
ჰალმა გამარჯვებით დაიწყო
როდის დაბრუნდება ქვილითაია?
როდის დაბრუნდება ქვილითაია?
სამი მ - მალდინი, მასარა, მონკადა - მილანის წარმატების საიდუმლო
Aa Aa
29 ივნისი 2022  |  19:11

სამი მ - მალდინი, მასარა, მონკადა - მილანის წარმატების საიდუმლო

გასული წლის აგვისტოში ალბათ ცოტას თუ სჯეროდა, რომ „მილანი“ ჩემპიონი გახდებოდა. რეალურად, „როსონერი“ სხვა გუნდებს ბევრ რამეში ჩამორჩებოდა, თუმცა პიოლის გუნდს შრომისმოყვარეობაში ბადალი არ ჰყავს.

„მილანის“ სკუდეტოს მოგება ნამდვილი სამწვრთნელო სასწაულია და ხმამაღალი სიგნალი სხვა გუნდებისთვის. „როსონერიმ“ მცირე ბიუჯეტსა და ამბიციებს შორის ყველაზე თანამედროვე გზით ბალანსი დაიჭირა. თანმიმდევრული სტრატეგია და საჭირო თვისებების მქონე ფეხბურთელები..

„მილანი“ „ატალანტასთან“ ერთად არის გუნდი, რომელსაც ტრანსფერებთან დაკავშირებით არატრადიციული იდეები აქვს. დღევანდელი „მილანი“ ისეა აწყობილი, რომ თითოეული ფეხბურთელი სათამაშო ტაქტიკას არის მორგებული.. არ აქვს მნიშვნელობა ვარსკვლავია, თუ არა..

ეს ყველაფერი კი მილანის სუპერ ტრიოს დამსახურებაა. ისინი სათამაშო მაისურით მოედანზე არ გვხვდებიან, მაგრამ კონკურენციის ფონზე სხვა გუნდებთან კრიტიკულ განსხვავებას ქმნიან. მათ MMM - მალდინი, მასარა, მონკადა ჰქვიათ.

ბედის ირონიით, „მილანის“ აღზევება 5 წლის წინ დაიწყო, როდესაც „მილანი“ იონგონ ლიმ იყიდა. პირველი სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩინელებმა ახალ ფეხბურთელებში 200 მილიონი ევრო დახარჯეს. „როსონერის“ საკმაოდ კარგი მოთამაშეები შეუერთდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გაამართლეს, რადგან სინი ტაქტიკას ვერ მოერგნენ.

კარგი ტრანსფერები ტიტულის მოგების გარანტიას არ იძლევა. ახალმა მფლობელმა ეს საკითხი გაითვალისწინა და კლუბის განვითარება სხვა გზით დაიწყო. „მილანში“ „არსენალიდან“ ივან გაზიდისი და ჯეიმს მარეი მივიდნენ. კლუბს ასევე სკაუტი ჟოფრე მონკადა შეუერთდა. ამ უკანასკნელმა „მონაკოში“ მბაპე აღმოაჩინა. ჩემპიონთა ლიგის 7 გზის გამარჯვებულს „რომას“ ყოფილი დირექტორი ფედერიკ მასარაც დაემატა და ამ დღის შემდეგ ახალი ეპოქა დაიწყო.

პირველი და მთავარი დასაყრდენი პაოლო მალდინი იყო. ლეგენდარული იტალიელისთვის სპეციალური თანამდებობაც კი შეიქმნა. ყოფილი ფეხბურთელი „მილანის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი გახდა. ამან იმუშავა - სწორედ მალდინი გახდა კლუბის პასუხისმგებელი კლუბის რესტრუქტურიზაციაზე. მან აიყვანა ტოპ მენეჯერთა გუნდი, ჩამოაყალიბა არსებობის ახალი პრინციპები და რენესანსის გრძელვადიანი გეგმა.

პირველ რიგში, „მილანი“ შეეგუა იმ აზრს, რომ აღარ არის მდიდარი კლუბი და სატრანსფერო ფანჯარაზე ასეულობით მილიონს ვერ დახარჯავს. ამის საფუძველზე კლუბმა ჩამოაყალიბა მყარი სატრანსფერო კანონები.

პირველი - არ დაიხარჯება ფული 26 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებში. მეორე - არ გაიზრდება ხელფასები, თუნდაც კოლოსალურად მნიშვნელოვანი ფეხბურთელებისთვის, რადგან ასე გუნდის ფინანსური სტრუქტურა დაირღვევა. მესამე - პერსპექტიული პატარა ფეხბურთელების გაყიდვიდან შემოსული თანხის აუცილებლობა. მეოთხე - ყურადღება ისეთ ფეხბურთელებს უნდა მიექცეს, რომლების ოცნებაც „მილანში“ თამაშია.

შემდეგი ნაბიჯი ახალი იდენტობის შექმნა იყო. საფუძვლად აიღეს კავშირი ქალაქთან, როგორც პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ ცენტრთან.

„როცა კომერციულ მოლაპარაკებებში ხარ და სხვა კლუბებს ეჯიბრები, მნიშვნელოვანია საკუთარი უნიკალურობის ჩვენება. თქვენ გჭირდებათ ისტორია, რომელიც სცდება ფეხბურთის ფარგლებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბრენდი და ყველაფერი, რაც ეხება მოდას, ხელოვნებას და გართობას მილანთან დაგვეკავშირებინა. ასეთი ბრენდი ბევრად მეტს იწონის, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთი“.

- განმარტა ჯეიმს მარეიმ

ასე უახლოვდება კლუბი იმ სფეროებს, რომლებთანაც სურს ასოცირება და ახალი გულშემატკივრების მოსაზიდად ქმნის სასიამოვნო ფილოსოფიას. ნათელი იდენტობა მომავლის პროექტია, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში კარგად გააზრებულმა სატრანსფერო სტრატეგიამ იმუშავა.

მონკადა

ჯოფრი მონკადა არის სკაუტი, რომელსაც სკაუტ 007-ს ეძახიან. ის არის ჩუმი, შეუმჩნეველი და ძალიან ეფექტური. მონკადა 30 წლისაც არ იყო, რომ „მონაკოში“ მბაპე აღმოაჩინა. 2018 წელს კი იტალიაში საუკეთესო სკაუტის სახელით ჩავიდა. ჯოფრიმ პასუხისმგებლობა სკაუტინგის მთელ განყოფილებაზე აიღო.

მან შექმნა შესანიშნავი (და საბოლოოდ გლობალური) საძიებო ქსელი და ყოვლისმომცველი ნიჭიერი ფეხბურთელების ბაზა, რომელიც ორიენტირებულია ფრანგულ ბაზარზე. მისი თანამშრომლები ირჩევენ შემსრულებლებს როგორც ძირითადი გუნდისთვის, ასევე პრიმავერისთვის, ხოლო კრიტერიუმები საერთოა: პირველ რიგში ფეხბურთელს კარგი პრესინგის თამაში უნდა შეეძლოს. თითოეული მათგანი მზად უნდა იყოს ინტენსიური და მაღალსიჩქარიანი ფეხბურთისთვის.

„ჩვენ შევქმენით ორი დეპარტამენტი, რომლებიც ყოველდღე ურთიერთქმედებენ. როდესაც სკაუტი იპოვის საინტერესო ფეხბურთელს, ჩვენ ვუყურებთ მის სტატისტიკას. თუ ანალიტიკა ამბობს, რომ მოთამაშე სტატისტიკურად ძლიერია, მე ვგზავნი ჩემს ხალხს, რათა ყურადღებით დააკვირდნენ მოცემულ მოთამაშეს.“

- განაცხადა მონკადამ

საინტერესოა, რომ ახალგაზრდა სკაუტს შეფასების სხვა კრიტერიუმებიც აქვს. მონკადა მხოლოდ ნანახი მატჩით არ შემოიფარგლება. ის ქირაუბოს ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთელის ოჯახურ მდგომარეობას იძიებს. ასევე არკვევს უყვარს, თუ არა ცხოველები. როგორ იქცევა ხალხის მასაში და ა.შ. მონკადასთვის ადამიანი ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია.

2019 წლის ზაფხულის შემდეგ, „მილანს“ ფეხბურთელში 30 მილიონ ევროზე მეტი არ გადაუხდია. ამ პერიოდის განმავლობაში „როსონერის“ ტეო, ლეაო, ბენასერი, ტომორი, ტონალი, რებიჩი, კალულუ, მენიო, ჟირუ, კიაერი, ზლატანი, ბრაიმ დიასი და ათობით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე შეუერთდა. იქამდე კი „მილანმა“ პიონტეკსა და პაკეტაში ჯამში 74 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ფაქტი კი ნათლად მოწმობს იმაზე, რომ იტალიურ გრანდს წესიერი სკაუტინგი არ ჰქონდა. გუნდს სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც სწორ არჩევანს გააკეთებდა. ასეთი კი ახალი სპორტული დირექტორი რიკი მასარა გახდა. მასარა საბატინთან  სწავლობდა და მონაცემთა მოწინავე ტექნიკებს ძველი სკოლის ტრადიციებთან აერთიანებდა. სეზონის დროს მისი სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყება.

ექვს საათზე მასარა ფეხბურთელებთან ჩადის და კომუნიკაციას ამყარებს. სატრანსფერო ფანჯრის დროს კი მისი სამუშაო დღე არასდროს მთავრდება. ის გამუდმებით ესაუბრება მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, სხვა გუნდის წარმომადგენლებს..

რიკის გენიალური ინსტიქტი აქვს. მან აღმოაჩინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მარკინიოსი, ილიჩიჩი, პასტორე, ლამელა და მანოლასი არიან. ის ერთადერთი იყო, რომელმაც კალულუს ტრანსფერს მხარი დაუჭირა. მასარა პასუხისმგებელი საბოლოო გადაწყვეტილებაზეა. სკაუტები აგროვებენ ინფორმაციას და ადგენენ მიზნების ჩამონათვალს, ხოლო სპორტული დირექტორი ირჩევს ყველაზე შესაფერისს. შერჩევაში მალდინი და მონკადაც მონაწილეობენ, მაგრამ საბოლოო სიტყვა რიკის აქვს.

მესამე ეტაპზე მალდინის უკავშირდება. პაოლო ამყარებს დიალოგს თანამოსაუბრის ფსიქოლოგიურ პროფილზე დაყრდნობით. როდესაც ბენასერის აგენტმა აუქციონი გამართა და მოლაპარაკებები გააჭიანურა, მალდინიმ მას დაუყვირა და ულტიმატუმი წაუყენა:

„ან ახლა თქვი დიახ, ან ტრანსფერი არ შედგება.“

კიდევ უფრო მკაცრად მოიქცა რანგნიკთან. გერმანელმა თითქმის დიქტატორული უფლებამოსილებები მოითხოვა და მალდინიმ მას ზრდილობის სწავლა ურჩია.

„კარგად ვიცი როგორ ვესაუბრო სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. ვაანალიზებ ვისთან ვიყო დიპლომატიური და ვისთან მკაცრი. როდესაც მთელ ცხოვრებას ფეხბურთს უძღვნი, ასეთი რაღაცები გიმარტივდება.“

- განაცხადა მალდინიმ

როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? მოდით ტეო ერნანდესის ტრანსფერი გავაანალიზოთ. „მილანი“ ფრანგ მარცხენა მცველს ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა, როცა ის „ატლეტიკოს“ აკადემიაში თამაშობდა. „როსონერი“ შესაფერის მომენტს დაელოდა და როდესაც მისი ყიდვა ყველაზე ხელმისაწვდომი იყო სწორედ მაშინ გადადგა ქმედითი ნაბიჯები.

როდესაც „რეალმა“ ფერლან მენდის ყიდვა გადაწყვიტა, მილანელებმა ეს მის აგენტზე სწრაფად გაიგეს. მასარა ლუვრის დირექტორის შვილია და მსოფლიოს გარშემო უზარმაზარი კავშირები აქვს. მნიშვნელოვანი მხოლოდ სწრაფი მოქმედება იყო. იცით რა გააკეთა მალდინიმ? ტეო ერნანდესს პირდაპირ იბიცას სანაპიროზე მიაკითხა და ფრანგი ფეხბურთელი შოკში ჩააგდო. ტეოს ბევრი არ უფიქრია და მის შეთავაზებას დათანხმდა.

ნახევარკუნძულზე გადასვლის შემდეგ ივან გაზიდისმა თქვა:

„ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ იტალიელების დამოკიდებულება ფეხბურთის, როგორც ბიზნესის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინდუსტრიის განვითარებისთვის. იტალიური ფეხბურთი არ არის საერთაშორისო და ეს უნდა შეიცვალოს.“

მისი სიტყვები სწორი აღმოჩნდა. „მილანისთვის“ ბევრი რამ შეიცვალა. „როსონერიმ“ დაამტკიცა, რომ თანმიმდევრულ სტრატეგიას მინიმალური რესურსებით შედეგი მოაქვს. და მაშინაც კი, თუ სერია ა იტალიურ ფეხბურთს ცვლილებისკენ არ უბიძგებს, მაშინ რამდენიმე წლის პროექტი უნდა შექმნა. ასეთ სამუშაოს ჩატარების შემდეგ წარმატება გარდაუვალია. 

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს - ასენსიოსთვის მილანი და ლივერპული იბრძვიან
რეალი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს - ასენსიოსთვის მილანი და ლივერპული იბრძვიან