შოთა არველაძე, ჰალ სიტი, ტობიას პერეირა ფიგუეირედო
Aa
Aa

შოთა არველაძის ჰალ სიტის სპორტინგის ყოფილი ფეხბურთელი დაემატა

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „ჰალ სიტის“ ახალი მფლობელი აჯუნ ილიჯალი გულშემატკივრებს დაპირდა, რომ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა. თურქი ბიზნესმენი სიტყვას ასრულებს და ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად ახალი ფეხბურთელი დაიმატა.

ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ მათ რიგებში გამოცდილი პორტუგალიელი ცენტრალური მცველი ტობიას პერეირა ფიგუეირედო ითამაშებს. 28 წლის ფეხბურთელმა „ჰალ სიტისთან“ 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, ტობიასი სხვადასხვა დროს ლისაბონის „სპორტინგში“, „ნასიონალში“ და „ნოტინგემ ფორესტში“ თამაშობდა. საფეხბურთო კარიერა კი „პენალვაში“ დაიწყო. მას ასევე პორტუგალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ, მას შემდეგ, რაც შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, „ვეფხვებმა“ 19 შეხვედრა გამართეს, საიდანაც 6 მოიგეს, 4-ჯერ ფრედ დაასრულეს, ხოლო 9-ჯერ დამარცხდნენ. ქართველი სპეციალისტის გუნდმა გასული სეზონი ჩემპიონშიფში მე-19 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მძაფრი კავშირი გაჩნდა“ - შოთა არველაძე
„ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მძაფრი კავშირი გაჩნდა“ - შოთა არველაძე