კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, თელავი
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | თელავმა ლოკომოტივს სტუმრად მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, მე-19 ტურის დასკვნით მატჩში თბილისის „ლოკომოტივმა“ საგურამოს ბაზაზე „თელავს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

სტუმრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს. საჯარიმოში გიორგი კვერნაძის დარტყმულს „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გადაეღობა, თუმცა ბურთი მაინც კარის ჩარჩოში აღმოჩნდა, გოლი კი კვერნაძეს ჩაეწერა. პირველი ტაიმის მიწურულს კახელებმა ფლანგიდან კარგად შეუტიეს, ჩაწოდებული ბურთი კი დაჩი ფოფხაძეს მოხვდა და კარში შევარდა, რის გამოც 38 წლის ფეხბურთელს ავტოგოლი ჩაეწერა.

19 ტურის შემდეგ „ლოკომოტივს“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ 3 ქულა აქვს და კვლავ ბოლო პოზიციაზე იმყოფება, „თელავმა“ კი 24 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯოვინოს დუბლი ბათუმში - მოქმედი ჩემპიონის მე-13 გამარჯვება
ჯოვინოს დუბლი ბათუმში - მოქმედი ჩემპიონის მე-13 გამარჯვება