პაულო დიბალა, დიეგო მილიტო
Aa
Aa

მილიტო დიბალას ინტერში ტრანსფერზე: ის სწორ კლუბში მოხვდება

მილანის „ინტერის“ ლეგენდამ დიეგო მილიტომ „ნერაძურის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

მილიტო ლუკაკუსა და დიბალას შესაძლო ტრანსფერებს შეეხო და თავისი მოსაზრება დააფიქსირა:

„ჩვენ არ ვიწუწუნებთ. ლუკაკუ უკვე აქ არის და ეს დიდი შემობრუნებაა! მან დაგვანახა, რომ შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ინტერი, არამედ მთელი სერია ა.

დიბალა? ვნახოთ რა მოხდება მასთან მიმართებით. დიბალას გამოყენება ყველა გუნდს შეუძლია. თუ არის მისი შეძენის შანსი, მაშინ ეს უნდა მოხერხდეს. ის იქნება აქტივი გუნდში, რომელიც უკვე დაკომპლექტებულია.

დიბალასთვის ეს სწორი კლუბია, რომ მან გადატვირთვა და განახლება შეძლოს. ამავე დროს იგი არ შეიცვლის ჩემპიონატს, ის კარგად იცნობს სერია ა-ს. გუნდი და ქომაგები მას კარგად მიიღებს. შურისძიების სურვილი განსხვავებას შექმნის“.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს. მათ სამიზნეთა სიაში ლუკაკუსა და დიბალას გარდა ჰენრიხ მხითარიანიც იმყოფება, რომელიც სავარაუდოდ გუნდს პირველი შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მკლავიდან კუნთი ამომიღეს და ბიოფსიაზე გააგზავნეს“ - მე ალეშანდრე პატო ვარ
“მკლავიდან კუნთი ამომიღეს და ბიოფსიაზე გააგზავნეს“ - მე ალეშანდრე პატო ვარ