გონსალვესის მაგარი ჯარიმა 88-ე წუთზე - დილამ და გაგრამ ქულები გაიყვეს
Aa
Aa

გონსალვესის მაგარი ჯარიმა 88-ე წუთზე - დილამ და გაგრამ ქულები გაიყვეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის პირველი შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც გორის „დილა“ „გაგრას“ დაუპირისპირდა. მასპინძლები სათამაშო უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირეს და ქულას დასჯერდნენ - 1:1.

პირველ ტაიმში, „დილას“ გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა გორელებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს და საწყისი 45 წუთი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩში ანგარიში 48-ე წუთზე გაიხსნა, „დილას“ მეკარის, დანილო კანევცევის შეცდომით მათე ვაწაძემ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. გორელებმა წონასწორობა 88-ე წუთზე აღადგინეს. ვაგნერ გონსალვესმა შესანიშნავი ჯარიმა შეაგდო და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.

ამრიგად, „გაგრამ“ 6-მატჩიანი უქულო სერია შეწყვიტა და 9 მაისის შემდეგ, პირველი ქულა აიღო. გაგა კირკიტაძის გუნდს 18 ქულა აქვს და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. „გაგრა“ მე-9 პოზიციას იკავებს და მეშვიდეადგილოსან „ტორპედოს“ 3 ქულით ჩამორჩება.

„დილას“ რაც შეეხება, გორელებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. გორელებს 34 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე იმყოფებიან. „დილა“ „დინამო ბათუმს“ 7 ქულით, ხოლო „დინამო თბილისს“ – 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები