სიტი გაძლიერდა - ქალაქელები ლიდსის ნახევარმცველს იმატებენ
Aa
Aa

სიტი გაძლიერდა - ქალაქელები ლიდსის ნახევარმცველს იმატებენ

„ლიდსის“ ნახევარმცველი, კელვინ ფილიფსი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. გავლენიანი Sky Sports-ის ინფორმაციით, „ქალაქელებმა“ „თეთრებთან“ შეთანხმებას მიაღწიეს და ამჟამად მოლაპარაკებებს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელთან აწარმოებენ.

Sky Sports-ს თუ დავუჯერებთ, ფილიფსის ტრანსფერი „სიტის“ 45-50 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. The Athletic-ის ცნობით, კი „ქალაქელებს“ 42 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ, რასაც 3 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატება. საინტერესოა, რომ „სიტი“ ფილიფსთან პირად კონტრაქტზე შეთანხმდა და ინგლისელმა ფეხბურთელმა პეპ გუარდიოლასთან მუშაობის პერპექტივის გამო, რამდენიმე კლუბს უარი უთხარი.

Athletic-ის მიხედვით, ფილიფსი პეპ გუარდიოლას ნომერ პირველი სამიზნე გახლდათ. ესპანელი სპეციალისტი მისი თამაშით მოხიბლულია და თვლის, რომ ინგლისელის ტრანსფერი „ქალაქელების“ ნახევარდაცვას გააძლიერებს. ბრიტანული პრესის ვარაუდით, კელვინის გადაბირების შემდეგ, „სიტი“ მარკ კუკურელიაზე გადაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ფილიფსი „ლიდსის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და გასულ სეზონში მონაწილეობა 20 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე ერთადერთი საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იპონი 23 წამით ადრე - საბა სამადაშვილი ევროპის ჩემპიონია
იპონი 23 წამით ადრე - საბა სამადაშვილი ევროპის ჩემპიონია