სკარიოლომ შემადგენლობა დაასახელა - ესპანეთის ნაკრები NBA-ის კალათბურთელების გარეშე
Aa
Aa

სკარიოლომ შემადგენლობა დაასახელა - ესპანეთის ნაკრები NBA-ის კალათბურთელების გარეშე

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. „ფურია როხა“ საქართველოში უძლიერესი შემადგენლობით ნამდვილად არ მოემგზავრება და სკარიოლომ ეროვნულ გუნდში ლიდერები და NBA-ის ვარსკვლავები არ გამოიძახა.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა

ხონათან ბარეირო (უნიკახა), ფერან ბასასი (ხოვენტუტი), დარიო ბრისუელა (უნიკახა), ქვინო კოლომი (აეკი), ალბერტო დიასი (უნიკახა), დანი დიესი (სან პაბლო ბურგოსი), ხაიმე ფერნანდესი (უნიკახა), ფრან გუერა (ლენოვო ტენერიფე), ჩაბი ლოპეს-აროსტეგი (ვალენსია), ხოელ პარა (ხოვენტუტი), ხაიმე პრადილია (ვალენსია), მიგელ სალვო (გრან კანარია), სებას საისი (ალმარკი), იანკუბა სიმა (მანრესა), სანტი იუსტა (სარაგოსა) და ტაისონ პერესი.

ესპანეთის ნაკრები მომდევნო ორშაბათს შეიკრიბება და მზადებას დაიწყებს. 1-ელ ივლისს, „ფურია როხა“ სარაგოსაში ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს. 4 ივლისს, სკარიოლოს გუნდი თბილისში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 7-ში - უკრაინას რიგაში შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა 3-დან 3 შეხვედრა მოიგო და მომდევნო რაუნდში თამაში გარანტირებული აქვს. საქართველოს რაც შეეხება, ილიას ზუროსის გუნდს 3 მოგება და 1 წაგება აქვს და ესპანეთთან 61:89 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bellator-ის მებრძოლი: „მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ“
Bellator-ის მებრძოლი: „მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ“