რონალდინიო, პაულო დიბალა, ვინისიუს ჟუნიორი, რობერტო კარლოსი
Aa
Aa

რონალდინიო, კარლოსი, ვინისიუსი, დიბალა, რივალდო, - ვარსკვლავთცვენა მაიამიში

აშშ-ში ზაფხულის ტრადიციული საგამოფენო მატჩი გაიმართა, რომელსაც ფეხბურთის ვეტერანი, თუ ამჟამინდელი ვარსკვლავები ხშირად ატარებენ ხოლმე.

დევიდ ბექჰემის გუნდის „ინტერ მაიამის“ სტადიონზე რონალდინიოსა და რობერტო კარლოსის მეგობრები დაუპირისპირდნენ და მატჩი კარლოსის გუნდმა 12:10 მოიგო.

რონალდინიომ, ვინისიუსმა და დიბალამ შეხვედრაში ქომაგებს ჯადოსნური მომენტები აჩუქეს.

„გაუჩოს“ გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, პაულო დიბალას და ვინისიუსის აქტიური დახმარებით ბევრად უფრო სანახაობრივად და ტექნიკურად ითამაშა. ამ სამეულმა პირველ ტაიმში მაყურებელს ნამდვილი ჯადოქრობა შესთავაზა.

შესვენების შემდეგ, ვინისიუსი კარლოსის გუნდში გადავიდა. ამ გუნდში გამოსარჩევი მარკუშ კაფუს თამაში იყო, რომელმაც მოულოდნელად ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო.

გუნდების ვარსკვლავური შემადგენლობები ასე გამოიყურებოდა:

რონალდინიოს გუნდი: იგიტა, ალდაირი, რაფა მარკესი, ლუგანო, რონალდინიო, დიბალა, პოგბა, მატუიდი, რაუ ალეხანდრო, ვინისიუს ჯუნიორი, კლუივერტი.

რობერტო კარლოსის გუნდი: მიმო კონტე, რ. კარლოსი, კაფუ, მილიტაო, ვიდალი, ვალდერამა, რივალდო, ალფონსო დევისი, ფალკაო, ნანი, ტრეზეგე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TREQUARTISTA - ინტერი ძლიერდება და ინძაგის სქემის შეცვლა მოუწევს
TREQUARTISTA - ინტერი ძლიერდება და ინძაგის სქემის შეცვლა მოუწევს