ატლეტიკო, რომა, ჟოზე მოურინიო, საულ ნიგესი
Aa
Aa

პრობლემა მისი ხელფასია - საულ ნიგესი რომას ძალიან უნდა

მას შემდე, რაც „რომამ“ კონფერენს ლიგა მოიგო, ჟოზე მოურინიო კლუბის გაძლიერებას ფიქრობს. „ჯალოროსიმ“ ნემანია მატიჩი დაიმატა და ახლა საულ ნიგესის გადაბირებას ფიქრობს. მეტიც, ესპანელი ფეხბურთელის გადმობირება „განსაკუთრებულის“ პრიორიტეტია.

გასულ სეზონი საულმა „ჩელსიში“ გაატარა, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდა და უკან „ატლეტიკოში“ დაბრუნდა, სადაც რეალურად ის აღარ სჭირდებათ. თავდაპირველად, ნიგესსა და „როხიბლანკოს“ შორის პრობლემა მისი სათამაშო პოზიციიდან დაიწყო. ახალგაზრდა ფეხბურთელი ფლანგზე თამაშს ითხოვდა, რაც სიმეონესთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, საულ ნიგესის ტრანსფერის მთავარი დაბრკოლება მისი ანაზღაურება არის, რომელიც 8 მილიონ ევროს შეადგენს. „რომას“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კი წელიწადში 4.5 მილიონს იღებს. ეს სიტუაცია კარგად ესმის მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას და შესაძლოა ნიგესის იჯარის წესით გასხვისებას დათანხმდეს და ხელფასის ნაწილი „ატლეტიკომ“ დაფაროს.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბი დღემდე აქტიურად ინტერესდება პაულო დიბალათი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბში შეუძლია გადასვლა, თუმცა არგენტინელ შემტევს „ინტერს“ უკავშირებენ.

ასევე, „რომასთვის“ პრიორიტეტი ტამი აბრაჰამის შენარჩუნება იქნება. ინგლისელი ფორვარდით პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან. დაინტერესებულთა შორის ტამის ყოფილი გუნდი „ჩელსიც“ არის. როგორც ჩანს, „ჯალოროსის“ წინ ცხელი ზაფხული ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩინი-ვიალი | იტალიურ ფეხბურთში საუკეთესო შემტევი დუეტი?!
მანჩინი-ვიალი | იტალიურ ფეხბურთში საუკეთესო შემტევი დუეტი?!