წილისყრაში არ გაგვიმართლა - დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

წილისყრაში არ გაგვიმართლა - დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმის“ მეტოქე ცნობილია. აჭარლები ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას რთული კონკურენტით იწყებენ და ვლადიმერ ვაისის „სლოვანის“ წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.

როგორც მოგეხსენებათ, ბათუმელთა სავარაუდო მეტოქეები „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „შერიფი“ (მოლდოვა), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი), „შემროკი“ (ირლანდია) იყვნენ. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და წილისყრამ სხვებთან შედარებით, რთული მეტოქე გვარგუნა. გია გეგუჩაძის გუნდი პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს და მეორე მატჩში მასპინძლის სტატუსით იქნება.

ცნობისთვის, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5/6 ივლისსა და 12/13 ივლისს გაიმართება. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 18 ივლისს შედგება. შეგახსენებთ, 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის „დინამო“ გახდა, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები