„მისმა ქმედებებმა დამატებითი მოტივაცია მომცა“ - კატარმა ჭიკაძეზე ისაუბრა
UFC-იმ საკუთარ ვებგვერდზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც კელვინ კატარს მიუძღვნა. ეს უკანასკნელი საკუთარ წარსულსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძეც ახსენა. კატარის თქმით, ბრძოლის დაწყებამდე „ნინძას“ მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა მას დამატებითი მოტივაცია მისცა და გამარჯვება ორმაგად სასიამოვნო გახადა.
„მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბის შემდეგ, ოქტაგონზე დაბრუნების გამო, ისედაც ძალიან მოტივირებული ვიყავი და იმ ფაქტმა, რომ გიგამ ჩვენს ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე, ჩემპიონი გამოიწვია, მოტივაცია უფრო გამიზარდა. მისგან განსხვავებით, დუმილი შევინარჩუნე, ისე მოვიქეცი, როგორც ვიქცევი ხოლმე, მოვლენების განვითარებას დაველოდე, ბრძოლის საღამოს ყველაფერს ჩავედი და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიე.
ჩემს დივიზიონში ყველა მებრძოლი მაგარი და ძლიერია. ყოველთვის, როცა ოქტაგონზე გადიხარ, შენი მეტოქე ნიჭიერი და მაგარი მებრძოლია, მაგრამ როცა პირს ასე აღებენ, ზედმეტ ლაპარაკს იწყებენ, არც გიმჩნევენ და ცდილობენ, დაგცინონ, უფრო სასიამოვნო ხდება იმ შედეგის დაფიქსირება, რომელიც იმ საღამოს დავაფიქსირე“.
შეგახსენებთ, რომ კატარმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და გიგასა და მისი დაპირისპირება საღამოს საუკეთესო ბრძოლად გამოცხადდა, რისთვისაც მათ UFC-სგან ბონუსი გადაეცათ.