არსენალი, პრემიერ ლიგა
Aa
Aa

არსენალმა 19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

ლონდონის „არსენალმა“ „სან პაულოდან“ ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, მარკუს ვინისიუს ოლივეირა ალენკარი, იგივე მარკინიოსი შეიძინა. „მეთოფეებს“ 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 3.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

„არსენალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კლუბის ტექნიკური დირექტორის კომენტარიც ვრცელდება:

„მოხარულები ვართ, რომ სან პაულოსთან ფეხბურთელის ტრანსფერი ბოლომდე მივიყვანეთ. მარკინიოსს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და მომავლის მოთამაშე იქნება. მოუთმენლად ველით მარკინიოსის მოსვლას წინასასეზონოდ, ის აქ ახალ სახლს ააშენებს და განვითარებას ჩვენთან ერთად გააგრძელებს“.

ახალგაზრდა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „სან პაულოს“ ძირითად გუნდში 33 შეხვედრა ჩაატარა და 2021 წელს კლუბთან Compeonato Paulista მოიგო.

19 წლის ფეხბურთელს სანაკრებო დონეზე ბრაზილიის 16 და 17-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტებასი: მბაპეს შემთხვევაში არა რეალს, არამედ ევროპულ ფეხბურთს ვიცავ
ტებასი: მბაპეს შემთხვევაში არა რეალს, არამედ ევროპულ ფეხბურთს ვიცავ