ნასერ ალ ხელაიფი, ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ხელაიფი ფიქრობდა, რომ პსჟ ფინალში გავიდოდა - როგორ გადაიტანეს ლიგის ფინალი პარიზში

პსჟ-ს პრეზიდენტის ნასერ ალ ხელაიფისა და უეფას პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის გადაწყვეტილებით პარიზში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება გადაწყდა.

ABC-ის ცნობით, პარიზის მერმა ანა იდალგომ გააფრთხილა ნასერ ალ-ხელაიფი და ალექსანდრ ჩეფერინ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა Stade de France-ზე სახიფათო იქნებოდა, რაც უკვე ვნახეთ კიდეც, რომ სიმართლე აღმოჩნდა. თუმცა, საბოლოოდ პსჟ-სა და უეფას პრეზიდენტებმა ქალაქის მერს არ მოუსმინეს.

იდალგომ თქვა, რომ სენ-დენის კომუნაში კონცენტრირებულია მიგრანტების და არასანდო მოქალაქეების დიდი რაოდენობა, დანაშაულის მაღალი მაჩვენებელია. ამის გამო, პარიზის მერმა თქვა, რომ ფინალის ჩატარება ქვეყნის უდიდეს სტადიონზე მართებული არ იქნებოდა, რადგან უსაფრთხოების ზომების დაცვა დიდი პრობლემა იყო.

თუმცა ალ-ხელაიფმა და ჩეფერინმა თავიანთი ინტერესები წინ დააყენეს - ფინალის სანკტ-პეტერბურგიდან პარიზში გადატანის გადაწყვეტილება ტურნირის მერვედფინალის პირველ მატჩში პსჟ-ს „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ მიიღეს, წერს ესპანური La Sexta ABC-ზე დაყრდნობით. პარიზელთა პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ მისი გუნდი უფრო შორს წავიდოდა და მის ქალაქში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულისა“ და „რეალის" მატჩი (0:1) ცუდი ორგანიზების გამო 36 წუთით გადაიდო. სტადიონთან არეულობა იყო, პოლიციამ გულშემატკივრების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ბოლოს გეტყვით, რომ მადრიდის „რეალმა“ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა და უეფა-ს სთხოვა აეხსნა, თუ რატომ იქნა არჩეული ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელ არენად „სტად დე ფრანსი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაჯო: „წესები უნდა შევცვალოთ, სიგიჟეა იტალია მსოფლიოზე რომ არაა
ბაჯო: „წესები უნდა შევცვალოთ, სიგიჟეა იტალია მსოფლიოზე რომ არაა"