პსჟ, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

"პსჟ სპონსორებს და უეფა-ს ატყუებს" - ტებასი მბაპეს კონტრაქტის შესახებ

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი ხავირ ტებასი „პარი სენ ჟერმენს“ მბაპეს ახალი კონტრაქტის გამო უჩივლებდა. დღეს კი ტებასმა ახალი განცხადება გაავრცელა.

ტებასი:

„პარი სენ ჟერმენს“ „რეალზე“ და „ბარსელონაზე“ მეტი დავალიანება აქვს. მბაპესთვის ასეთი ფინანსების შეთავაზება შეუძლებელია. ეს ფეარ პლეის პრინციპების დარღვევაა. პსჟ სპონსორებს და უეფა-ს ატყუებს.

შეუძლია პსჟ-ს იმის გაკეთება რაც უნდა? მგონი უეფა პარიზულ გუნდზე ფინანსურად არის დამოკიდებული. ეს შეუძლებელია! მათ წინააღმდეგ სარჩელი მზადდება. საჩივარს უეფა-ში 2 დღეში შევიტანთ. „პარი სენ ჟერმენს“ ევროპული ფეხბურთის განადგურების საშუალებას არ მივცემთ. ჩვენი საჩივარი ობიექტურია და ეკონომიკური მონაცემებით არის გამყარებული.“

მბაპეს ბენეფიტები პსჟ-ში

გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მას კლუბის სპორტულ პროექტზე სრული კონტროლი შესთავაზა. კილიანს უფლება ექნება მწვრთნელის შერჩევის პროცესში წვლილი შეიტანოს და თანაგუნდელების მომავალთან დაკავშირებით, სათქმელი ჰქონდეს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზელები თანახმა არიან, მბაპეს ყოველთვიურად 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე 2 მილიონით მეტია. ამასთან, ფრანგმა ფეხბურთელმა ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ ბონუსიც მიიღო, რომელიც 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“დამიჯერეთ, ოცნება ძვირი არ ღირს, მეტიც ის უფასოა“ - მე კილიან მბაპე ვარ
“დამიჯერეთ, ოცნება ძვირი არ ღირს, მეტიც ის უფასოა“ - მე კილიან მბაპე ვარ